პროდუქტები
კომპანია იუ-ჯი-თი გთავაზობთ IT ინფრასტრუქტურის მრავალფეროვან პროდუქტებს. პროდუქტების არეალი მოიცავს როგორც აპარატურულ, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფას.
იუ-ჯი-თი გთავაზობთ შემდეგი ტიპის პროდუქციას:
-
სერვერები და კლასტერები;
-
დისკური და ლენტური შენახვის მოწყობილობები;
-
სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა;
-
მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფა;
-
რეზერვირების პროგრამული უზრუნველყოფა;
-
კომუტატორები და მარშრუტიზატორები;
-
უკაბელო კავშირის მოწყობილობები;
-
საინფორმაციო უსაფრთხოების პროდუქტები;
-
ხმოვანი და IP კომუნიკაციის აპარატურა.
ჩამოთვლილი პროდუქტების მეშვეობით შეიძლება დამკვეთი ორგანიზაციისთვის ნებისმიერი სირთულის, მაგრამ მოქნილი IT ინფრასტრუქტურის აგება. იუ-ჯი-თის მიერ შემოთავაზებული აპარატურული და პროგრამული პროდუქტები წარმოებულია მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ, ესენია:
-
HP - სერვერები, დისკური მასივები, ლენტური მოწყობილობები;
-
SUN Microsystems – RISC სერვერები, დისკური მასივები;
-
Microsoft - სერვერული პროგრამული უზრუნველყოფა;
-
Veritas - სერვერული და რეზერვირების პროგრამული უზრუნველყოფა;
-
Oracle - მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფა;
-
CheckPoint - საინფორმაციო უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფა;
-
Cisco Systems - კომუტატორები, მარშრუტიზატორები, უკაბელო კავშირი;
-
AVAYA - ხმოვანი IP კომუნიკაციის სისტემები.
პროდუქტების სირთულის, ან სიმარტივის მიუხედავად, იუ-ჯი-თი დამკვეთს უზრუნველყოფს პროდუქტის შერჩევაში კონსულტაციით, შესყიდვის მარტივი პროცედურით და დაკვეთილი პროდუქციის ადგილზე მიწოდებით. კომპანია ახორციელებს ყველა მიწოდებული პროდუქტის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას.
