IT უსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსის

კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას IT უსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე. თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, გაგაჩნიათ პროცესების და ტექნოლოგიების კარგი ცოდნა და თვლით, რომ ეს თქვენი საქმეა - შეიძლება UGT ზუსტად ის კომპანია იყოს, სადაც თქვენ შეძლებთ გახსნათ საკუთარი პოტენციალი და შეიქმნათ წარმატებული კარიერა. ასეთი სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ დეტალებს.

დანიშნულება

IT უსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსის (შემდგომში „ანალიტიკოსი“) დანიშნულებაა საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში უზრუნველყოს UGT-ის კლიენტების მომსახურება IT უსაფრთხოების გადაწყვეტილებების შერჩევის, იმპლემენტაციისა და ტექნიკურ-ანალიტიკური მხარდაჭერის საკითხებში.

სპეციალიზაცია

აღნიშნულ სამუშაოზე ანალიტიკოსი უნდა სპეციალიზირდებოდეს შემდეგ ტექნოლოგიებზე:

  • მონაცემთა ლოგირება, კორელაცია, ანალიზი, რისკების და ინციდენტების მართვის გადაწყვეტილებები (მაგ. HPE Arcsight SIEM, Intel Security / McAfee SIEM);
  • მონაცემთა გაჟონვის აღკვეთის სისტემები (მაგ. Intel Security / McAfee DLP, Symantec DLP);
  • კორპორატიული მობილური სისტემების უსაფრთხოება (მაგ. MobileIron, Check Point Capsule);
  • სისუსტეების და აპლიკაციის კოდის სკანირება (მაგ. HPE Fortify, Rapid7);
  • აპლიკაციების უსაფრთხოება (სხვადასხვა).

საქმიანობის არეალი

ანალიტიკოსი თავის საქმიანობას წარმართავს პროექტების სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. მისი საქმიანობა ძირითადათ შედგება (თუმცა არ შემოიფარგლება) შემდეგი კომპონენტებისგან:

  • სისტემის დიზაინი - კლიენტის ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ტექნოლოგიებისა და პროდუქტების შერჩევაში მონაწილეობა.
  • ტექნიკური იმპლემენტაცია - მიწოდებული სისტემის ინსტალაცია, კონფიგურაცია და არსებულ სისტემებთან ინტეგრაცია.
  • ფუნქციონალური იმპლემენტაცია - მიწოდებული სისტემის ბაზაზე Use-Case-ების, შესაბამისი პოლიტიკების და წესების ფორმალიზება და მათი იმპლემენტაცია.
  • ტექნიკური მხარდაჭერა - ინსტალირებული სისტემების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკაში და გასწორებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით ან/და ტექნიკურ-ანალიტიკური განხრით.
  • უპირატესობა მიენიჭება ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალიზირებული სერთიფიკატების მფლობელებს.

მუშაობის გამოცდილება

მსხვილ ორგანიზაციაში მსგავს სისტემებთან ანალიტიკური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები

  • კარგად ესმოდეს სპეციალიზაციაში შემავალი სისტემების ტექნიკური მხარე და მათი ფუნქციონალური და გამოყენებადობის შესაძლებლობები;
  • მაღალი თვითრწმენა და საქმის, როგორც დამოუკიდებლად კეთების, ასევე გუნდურად მუშაობის განვითარებული უნარი;
  • კომპანიის დამკვეთების ინტერესებზე ზრუნვის, მათი ნდობის მოპოვებისა და შენარჩუნების უნარი;
  • დამკვეთი ორგანიზაციების ტექნიკური სპეციალისტების კონსულტირებისა და დარწმუნების უნარი;
  • განვითარებული ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
  • ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების ადვილად ათვისების უნარი;
  • საკუთარი ცოდნის გაღრმავებასა და კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებაზე ორიენტირებულობა.

სხვა მოთხოვნები

  • ინგლისურ ენაზე გამართული კომუნიკაციის შესაძლებლობა;
  • სისტემის და პროცესების დიზაინის წერითი ფორმით კვალიფიციურად გადმოცემის უნარი და ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნის შესაძლებლობა.

რეზიუმეების მიღების ვადა: 2017 წლის 4 სექტემბერი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე hr@ugt.ge–ზე და სათაურის ველში მიუთითოთ „IT უსაფრთხოების ანალიტიკოსი“

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.