25 მაისიდან ძალაში შევიდა ახალი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაცია

25 მაისიდან ძალაში შევიდა ახალი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაცია - General Data Protection Regulation (GDPR).

რეგულაცია სავალდებულოა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოში მოღვაწე ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ევროკავშირის მაცხოვრებელთა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ.

აღნიშნულ რეგულაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ:

  • შეიზღუდა თანხმობის მრავალჯერადად გამოყენება
  • დარღვევის შემთხვევაში დაწესდა სუბიექტი შეტყობინების ვალდებულება (Breach Notification)
  • გაფართოვდა სუბიექტის უფლებები მონაცემებზე და მისი დამუშავების შესახებ ინფორმაცის მოთხოვნაზე (Right to Access)
  • სუბიექტს მიენიჭა მონაცემის „წაშლის“ მოთხოვნის უფლება (Right to be Forgotten)
  • დაწესდა სისტემების შექმნის ეტაპზე მონაცემების დაცვის მოთხოვნების გათვალისწინების ვალდებულება (Privacy by Design)
  • მნიშვნელოვნად გაიზარდა საჯარიმო სანქციები

თუ მონაცემთა სუბიექტი საზედამხედველო ორგანოებს მიმართავს, მათ აქვთ კომპანიების შემოწმების უფლება ან/და სანქცირება.

კომპანია UGT-ის გამოცდილი გუნდი, დაგეხმარებათ თქვენს კომპანიაში არსებული ინფრასტრუქტურული გარემოს რეგულაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენასა და საჭიროების შემთხვევაში მის მოდერნიზებაში.