იუ-ჯი-თი - LS Retail-ის პირველი ოქროს პარტნიორი საქართველოში

იუ-ჯი-თი გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც საცალო ვაჭრობის ბიზნეს-აპლიკაციების მწარმოებლის ერთ-ერთი ლიდერის, LS Retail-ის „ოქროს პარტნიორის“ სტატუსი მიიღო.

LS Retail-ის საცალო ვაჭრობის ავტომატიზაციის პროგრამული პროდუქტები ყველაზე ხშირად გამოყენებადია ევროპაში. იგი პოპულარულია, როგორც სუპერმარკეტების, ასევე ტანსაცმლის, ტექნიკის, ფარმაცევტიკისა და სხვადასხვა სახის საცალო გაყიდვების სფეროებში.

დღესდღეობით, LS Retail-ით 55,000-ზე მეტი მაღაზია თუ რესტორანი სარგებლობს. სხვადასხვა ქვეყნებში არაერთი კმაყოფილი მომხმარებლები ჰყავს. მათ შორის: "ადიდასი", "ჰარდ როკ კაფე", "სასტუმრო რადისონ ბლუ", "დანკინ დონატსი" და სხვ.

მაღალი ცოდნისა და გამოცდილების წყალობით, LS Retail გთავაზობთ მასშტაბურ გადაწყვეტილელებს, რათა უზრუნველყოს ორგანიზაციების კომპლექსური ოპერატიული მოთხოვნები მრავალფეროვან სფეროებში. მაგალითად: ელექტრონიკა, მოდა, ავეჯი, რესტორნები, ყავის მაღაზიები და სხვ. მაღალხარისხიანი და ეფექტური გადაწყვეტილებები ბიზნესებს ეხმარება:

  • შემოსავლების გაზრდაში
  • ერთგულების შექმნაში
  • ახალი კლიენტების მოზიდვაში
  • ოპერაციების ღირებულების შემცირებაში