იუ-ჯი-თიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ინტეგრირებული ბიზნეს-გადაწყვეტილების ჩარჩოს (Integrated Business Solution Framework) ფორმირების ტენდერში გაიმარჯვა.
პროექტი მოიცავს საგარეო საქმეთა სამინისტროს IT ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად. პირველ ეტაპზე იგეგმება:
- თანამშრომლების ინტრანეტ პორტალის შექმნა
- შეხვედრებისა და ღონისძიებების მენეჯმენტის სისტემის ფორმირება
- HR-ისა და თანამშრომლების შეფასების სისტემის შექმნა
- კონტაქტ მენეჯმენტის სისტემის შექმნა
- თანამშრომელთა კოლაბორაციისა და დოკუმენტბრუნვის სისტემის ჩამოყალიბება
პროექტის ძირითად ელემენტს წარმოადგენს კომპანია IBM-ის BPM სისტემა, რომელიც პროცესების მართვის ავტომატიზაციის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებაა მსოფლიოში.
პროექტი 2 წელზეა გათვლილი და მოიცავს, როგორც კონკრეტულად ზემოთჩამოთვლილი სამუშაოების შემუშავებას, ასევე, ზოგადად სამინისტროს ხელშეწყობას თანამედროვე IT მართვის სტანდარტების ჩამოყალიბებაში.