იუ–ჯი–თი "ვითიბი ბანკ საქართველოს" ხურდის მასორტირებელი აპარატურით უზრუნველყოფს

კომპანია იუ–ჯი–თი პროექტის განხორციელებას იწყებს ვითიბი ბანკ საქართველოში. იუ–ჯი–თის საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი  საბანკო საფინანსო უწყებას  უზრუნველყოფს  კომპანია Scan Coin-ის ხურდის მასორტირებელი აპარატურით. 
ამიერიდან  ვითიბი ბანკ საქართველოს საშუალებას  ექნება უმოკლეს დროში და მაღალი სიზუსტით, დაახარისხოს, დათვალოს და გამოავლინოს ყალბი ქართული მონეტები.   ვითიბი ბანკს შესაძლებლობა ეძლევა გაზარდოს საკასო ცენტრის მუშაობის ეფექტურობა და უსაფრთხოება.

შვედური კომპანია Scan Coin  დაარსებულია 1966 წელს  და  წარმოადგენს მსოფლიოს  ერთერთერთ ლიდერს   მონეტებისა და  ბანკნოტების ავტომატური დამუშავების მიმართულებით.    დეტალური ინფორაცია  Scan Coin–ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:   http://www.scancoin.com/