UGT-მ Cisco Systems-ის Silver პარტნიორის სტატუსი მიიღო

UGT-მ მსოფლიო ლიდერი ტექნოლოგიების მწარმოებლის, კომპანია Cisco Systems-ის Silver პარტნიორის სტატუსი მოიპოვა. Cisco Silver Partner სერტიფიკაცია ადასტურებს UGT-ს მაღალ კვალიფიკაციას მწარმოებლის ქსელური, საკომუნიკაციო და სერვერული სისტემებისა და გადაწყვეტილებების მიმართულებით. ისევე როგორც, პროექტების დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.


„UGT საქართველოს საუკეთესო სისტემური ინტეგრატორია. ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ეს დადასტურდა IT ინოვაციების ყოველწლიური ღონისძიების GITI-ის მიერ, როცა UGT-იმ მიიღო „საუკეთესო სისტემური ინტეგრატორის“-ს ჯილდო როგორც 2012, ასევე 2103 წლებში“ - აცხადებს UGT IT Solutions-ის დირექტორი, გიორგი მაისურაძე.


„ჩვენი კომპანია თანამშორომლობს IT ბაზრის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მწარმოებელთან და საქართველოში #1 პარტნიორია ისეთი კორპორაციებისთვის, როგორებიც არიან HP, EMC, Microsoft, Oracle, Symantec და VMware. რაც შეეხება Cisco Systems-ს, ამ მიმართულებით ქართული ბაზრის ლიდერია კომპანია GreenNet-ი, რომელიც Gold პარტნიორის სტატუსის მფლობელია. მაგრამ 2013 წელს ჩვენ საკმაოდ დიდი წინსვლა გვაქვს. საქართველოში პირველებმა მივიღეთ ავტორიზაცია Cisco-ს სერვერულ სისტემებზე: Advanced Unified Computing Technology, გავიმარჯვეთ რეგიონში Cisco-ს წლის ყველაზე ტექნოლოგიური პარტნიორის ნომინაციაში: Advanced Technology Partner of the Year 2013, და ბოლოს, წლის შედეგების მიხედვით მოგვენიჭა Cisco Silver Partner-ის სტატუსი. ასე რომ, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ #2 მოთამაშეები Cisco-ს ბაზარზე, რისი გამტკიცება და გაუმჯობესებაც ჩვენი შემდეგი გამოწვევაა".