UGT-მ „საქპატენტში“ ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა დანერგა

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის დანერგვის პროექტი, რომლის პრეზენტაციასაც საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი დაესწრო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის, EPI-ს მხარდაჭერით განხორციელდა.  სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და დანერგვა კი სრულად განახორციელა კომპანია UGT-იმ.

ჩვენმა ექსპერტებმა და ტექნიკურმა კონსულტანტებმა ინტელექტუალური საკუთრების ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით  დანერგეს. სისტემის მეშვეობით შესაძლებელია პროცედურების ავტომატიზაცია, რაც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ონლაინ რეგისტრაციასა და განცხადების დამუშავებას გულისხმობს. მასში ინტეგრირებულია ონლაინ გადახდების სისტემა. დანერგილი პროექტის მეშვეობით შესაძლებლი გახდა რეგისტრირებული ობიექტების როგორც დისტანციურად, ისე ავტომატურ რეჟიმში გამოქვეყნება.

თანამედრობე ელექტრონული სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს „საქპატენტის“ მომსახურების ხარისხს. ახალი სისტემის წყალობით ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული პროცესები გამარტივდება და უფრო გამჭვირვალე და სწრაფი გახდება.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, ეს არის საქართველოს მთავრობის და ბიზნესის წარმატებული წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს, როგორც სამუშაო ადგილების შექმნის, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით.