ხშირად, როდესაც ორგანიზაცია სწრაფად ვითარდება, საჭიროა მოკლე ვადებში ახალი პროდუქტების შექმნა, მაგრამ IT ვერ ახერხებს ტექნოლოგიური ნაწილის ასეთ ტემპში უზრუნველყოფას. ამ პრობლემების გადაწყვეტის კარგი გზა ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენება/აგებაა.
მსგავსი სისტემა, ასევე, სასარგებლოა კომპანიებისთვის, რომლებიც რამდენიმე შვილობილ ორგანიზაციას აერთიანებენ. მათი IT ინფრასტრუქტურა მაღალი საოპერაციო ხარჯის შემცველი და რთულად სამართავია - რისი გამარტივების მეთოდიც კერძო, ღრუბლოვან სისტემაზე გადასვლაა. ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი ცვლილებები ტექნოლოგიური თუ ფინანსური თვალსაზრისით და რამდენად მზად არის ორგანიზაცია ასეთი გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად.