IT მმართველობის ჩარჩოს შემუშავება და დანერგვა

IT სამსახურები ყოველდღიურად დიდ ძალისხმევას ხარჯავენ მიწოდებული სერვისების მდგრადობისა და უწყვეტობის შესანარჩუნებლად.მიუხედავად ამისა, მათი ორაგანიზაციის მენეჯმენტი ხშირად უკმაყოფილოა IT-ს საქმიანობით. ეს უკანასკნელი მუდმივად განიცდის არასაკმარისი რესურსის არსებობას დაკისრებული ამოცანების ჯეროვნად შესასრულებლად. ასევე, ხშირია შემთხვევა, როდესაც მენეჯმენტის მხრიდან დროულად არ ხდება გადაწყვეტილების მიღება, რაც შემდგომში იწვევს ცვლილებების ნაჩქარევად გატარებასა და რისკების გაზრდას.

ჩვენი სერვისები განკუთვნილია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც მსგავსი სირთულეები აწუხებთ და არ ყოფნით საკუთარი რესურსი მათ დასაძლევად. ჩვენ გვაქვს ცოდნა, სურვილი და შესაძლებლობა დაგეხმაროთ ხსენებული პრობლემური საკითხების შეფასებასა და გადაწყვეტაში.

იუ-ჯი-თის მიდგომა და კონკრეტული პროექტები ეყრდნობა საერთშორისო პრაქტიკებს და მეთოდოლიგიებს, როგორიცაა ITIL, COBIT, ISO, CMMI და სხვა.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობითი ჩარჩოს შემუშავებისა და დანერგვის ფარგლებში, კონსულტანტის/ების დახმარებით შემუშავდება ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობითი ჩარჩოსა და მასთან დაკავშირებულ სტანდარტებთან (COBIT5) შესაბამისობის დანერგვის გეგმა. ასევე, განხორციელდება მმართველობითი ჩარჩოს დანერგვის აქტიური მონიტორინგი, დანერგვის ხელშეწყობა და შემდგომი შეფასება.