SLA შეთანხმების შემუშავება და მართვა

IT სამსახურისთვის, როგორც სერვისის მომწოდებლისთვის, მნიშვნელოვანია მომხმარებლის მოთხოვნების სწორად განსაზღვრა მომსახურების შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფისთვის. სერვისის ხარისხზე შეთანხმება (SLA) და მისი მართვის პროცესის ჩამოყალიბება არის ერთადერთი გზა, რათა IT სერვისების მიწოდება განხორციელდეს წინასწარ შეთანხმებული პირობებით და მათი ხარისხი გაიზომოს ობიექტურ კრიტერიუმებზე დამყარებით.