IT პროცესების ადმინისტრირება

მიანდეთ თქვენი IT სერვისების მართვის პროცესები პროფესიონალებს

დღეს ინფორმაციული ტექნოლოგიების გარეშე ბიზნესის განვითარება ძნელია. მათი გამოყენება კონკურენტულ გარემოში ადგილის დამკვიდრებისათვის აუცილებელიც კი ხდება.

პროცესების ავტომატიზაცია და ელექტრონიზაცია წარმოადგენს რესურსების ოპტიმიზაციისა და ოპერატიულობის მთავარ წინაპირობას. ეს ფაქტორები განაპირობებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპონენტების გამოყენებას, ამ კომპონენტების მხარდაჭერის, განვითარებისა და ამ გარემოში უსაფრთხოების მაღალი ხარისხის შენარჩუნების აუცილებლობას. ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან მიმართებაში, ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი გადაწყვეტილებების შერჩევა და დანერგვა, არსებული რისკების შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფა.

საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მართვის სპეციალისტები იშვიათი პროფესიების რიგს განეკუთვნება. შესაბამისად რთულია ამ ტიპის ადამიანების მოძიება და შემდეგ მათი მუდმივი მოტივირება, მით უმეტეს მცირე და საშუალო კომპანიებში ამ მიმართულებით კვალიფიციური კადრების დასაქმება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ გარემოებების გათვალისწინებით რეალური საფრთხე არსებობს, როგორც არარაციონალური ფინანსური დანახარჯების, ასევე არასათანადო მხარდაჭერის თუ უსაფრთხოების შედეგად მიღებებული ზარალის დადგომის.

რას გთავაზობთ

ჩვენი კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება და კვალიფიციური გუნდი გვაძლევს შესაძლებლობას, დავნერგოთ არა მხოლოდ ძვირადღირებული ტექნიკური გადაწყვეტილებები, არამედ ვმართოთ ინფორმაციული ტექნოლოგიების პროცესები მაღალ დონეზე.

ჩვენი აუთსორსინგული მიმართულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს ადმინისტრირების პროცესის დელეგირება. სერვისის ფარგლებში ჩვენ გამოვყოფთ რესურსებს, რომლებიც მიმართული იქნება თქვენს ორგანიზაციაში IT პროცესების ადმინისტრირებაზე, მათ შორის ჩვენი სერვისით შესაძლებელია ისარგებლოთ შემდეგი კვალიფიკაციისა და უფლებამოვალეობების მქონე კომპეტენციებით:

  • CIO (Chief information officer) - პასუხისმგებელი კომპანიის IT სტრატეგიების შემუშავებასა და მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგზე
  • სერვისების მენეჯერი - პასუხისმგებელი კომპანიის IT სერვისების ადმინისტრირების პროცესის მონიტორინგზე
  • IT მენეჯერი - პასუხისმგებელი კომპანიის IT თანამშრომლების მართვასა და მონიტორინგზე

ჩვენ ვიქნებით თქვენი IT პროცესების მმართველები. დავგეგმავთ თქვენი განვითარების სტრატეგიებს, გავუწევთ მენეჯმენტს IT მხარდაჭერის პროცესებს და ადამიანებს ვინც ამ პროცესში არიან ჩართულნი, ვიქნებით თქვენი წარმომადგენლები IT კომპონენტების მომწოდებლებთან, დაგეხმარებით მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.