ჰოსტინგი

განათავსეთ თქვენი რესურსები უსაფრთხოდ, მარტივად და სარფიანად

ინფორმაციული ტექნოლოგიების გადაწყვეტილებების დაცულ გარემოში განთავსება (ჰოსტინგი) მნიშვნელოვანი ამოცანაა. ბიზნესის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვნად მატულობს ინფორმაციული რესურსების კრიტიკულობა და საჭიროა შესაბამისი უსაფრთხოების დონის უზრუნველყოფა. როდესაც მონაცემთა უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ იგულისხმება, როგორც ფიზიკური დაცულობის, ასევე ვირტუალურ გარემოში რესურსების ლოგიკური დაცვის აუცილებლობა.

რას გთავაზობთ

იუ-ჯი-თი გთავაზობთ შესაბამისი სტანდარტების დაცვით აგებულ მონაცემთა დამუშავების ცენტრში თქვენი საინფორმაციო რესურსების განთავსების მომსახურებას. მონაცემთა დამუშავების ცენტრი აღჭურვილია როგორც ფიზიკური უსაფრთხოების მრავალი საშუალებით, ასევე ჩვენს ცენტრში უზრუნველყოფილია ყველა საჭირო რესურსის დუბლირებული წყარო. ჩვენი ჰოსტინგის სერვისი დაფუძვნებულია Microsoft Azure-ს (Azure Stack გადაწყვეტილებით) პლატფორმაზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  ჩვენ არ გვაქვს რესურსული შეზღუდვები და საჭიროების შემთხვევაში გვაქვს შესაძლებლობა გამოვიყენოთ Microsoft Azure-გლობალური სერვისი თქვენი საჭიროებების და მოთხოვნების შესაბამისად.

სტანდარტიზირებული ინფრასტრუქტურა და ფორმალიზებული ბიზნეს პროცესები არის წინაპირობა განსაკუთრებით საიმედო და მაღალი ხელმისაწვდომობის სერვისის მოწოდებისათვის.

ჩვენი ჰოსტინგ სერვისები კომპლექსურია და რესურსების განთავსებასთან ერთად შეგვიძლია შემოგთავაზოთ შემდეგი სახის გადაწყვეტილებები:

  • IaaS (Infrastructure as a Service)
  • PaaS (Platform as a Service)
  • SaaS (Software as a Service)

ჰოსტინგის სერვისები სრულად კონფიგურირებადი და მართვადია. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა საჭიროებების შესაბამისად შეარჩიოთ პროდუქტების პაკეტი. ასევე შეცვალოთ ის საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს. ამასთან იუ-ჯი-თი კლიენტებს სთავაზობს მოქნილ სატარიფო ინსტრუმენტებს, რომელიც უზრუნველყოფს  სერვისის საფასურის გადახდას მხოლოდ გამოყენებულ სიმძლავრეებზე და მათი გამოყენების დროის გათვალისწინებით.