IT სისტემების მხარდაჭერა

გაზარდეთ ბიზნესის წარმადობა ეფექტური საშუალებებითა და სერვისით

მზარდი და განვითარებადი კომპანიისთვის საჭიროა, რომ საკუთარი საკომუნიკაციო რესურსები შესაბამის გარემოში განთავსებული და საკმარისად დაცული ჰქონდეს. ამ მიზნის მიღწევისთვის საჭიროა დაინერგოს კორპორაციული IT სისტემები, რომელთა სწორი ადმინისტრირება და მხარდაჭერა უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ ხარისხს. მნიშვნელოვანია კორპორაციული რესურსების მენეჯმენტის და მხარდაჭერის პროცესში ყურადღება გამახვილდეს და რეგულარულად მიმდინარეობდეს მუშაობა, იმ საფრთხეების მიმართ, რომლებიც არსებობს გარემოში. მნიშვნელოვანია ამ სისტემების მენეჯმენტის პროცესში დაინერგოს მათი მართვისა და მხარდაჭერის ფორმალიზებული პროცედურები, რომლებიც უფლებამოსილებების გამიჯვნასა და შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე მათ გადანაწილებას გულისხმობს.

რას გთავაზობთ

IT სისტემების მხარდაჭერის პროცესი ორგანიზებული იქნება კომპანიების რისკების შეფასებისა და შესაბამისი საჭიროებების გამოვლენის პრინციპებზე. ჩვენ ამ სისტემებს განვიხილავთ, როგორც თქვენი ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო ატრიბუტებსა. მათი გამოყენებისა და მხარდაჭერის დონე მისადაგებული იქნება ბიზნესის უწყვეტობის საჭიროებებზე.

IT სისტემების მხრივ სერვისების სპექტრი ფართოა. კერძოდ:

  • Active Directory-ს ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  • VOIP სატელეფონო სისტემის ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  • ანტივირუსული გადაწყვეტილებების ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  • კორპორაციული მაილის ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  • კორპორაციული სასაუბროს (Chat) ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  • ფაილ სერვერის ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  • ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  • DLP (Data loss prevention) სისტემის ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  • SIEM (Security information and event management) სისტემის ადმინისტრირება და მხარდაჭერა