საგარანტიო მომსახურება

იუ-ჯი-თი-ს სერვის ცენტრი ისეთი ავტორიზებული კომპანიების სერვის ცენტრია, როგორებიცაა: HPI, ACER, HPE, TRIPP-LITE, CYBERPOWER და აკმაყოფილებს მწარმოებლების ყველა მოთხოვნას. აღნიშნული მოიცავს პარტნიორი მწარმოებელიკომპანიების მიერ დადგენილი საგარანტიო წესებით მომსახურებას. მომსახურების არეალის გაფართოების მიზნით სერვისცენტრი სისტემატიურად მუშაობს ახალი პარტნიორების მოძიებაზე.

საგარანტიო მომსახურება გულისხმობს:

  • საგარანტიო პერიოდში დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტირებას
  • დაზიანებული ნაწილის შეცვლა მწარმოებლის ორიგინალი ნაწილით
  • პროგრამულ უზრუნველყოფის მხარდაჭერას (თუ საგარანტიო პირობებით არის გათვალისწინებული)

ეს ყველაფერი ხორციელდება მწარმოებლის ხარჯით. ნაწილის გამოცვლის შემდეგ ტექნიკაზე საგარანტიო პირობებისრულად ვრცელდება საგარანტიო ვადის ამოწურვამდე.

სერვის ცენტრი თბილისის გარდა თავისი რეგიონალური ფილიალების საშუალებით კლიენტებს სრულფასოვანმომსახურებას საქართველოს სამ ქალაქში უწევს: ქუთაისი, ბათუმი და გორი.

 ჩვენი კომპანია მუდმივად მუშაობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომსახურების არეალის გაფართოებაზე. გვსურს, კომფორტული გარემო შევუქმნათ ჩვენს კლიენტებს, რომ მათ არ მოუწიოთ დაზიანებული ტექნიკის დიდ მანძილზე  ტრანსპორტირება.

სერვის ცენტრი HPE, HPI, ACER-ს ტექნიკის მომხმარებლებს საგარანტიო ვადის 1 ან 3 წლით გაგრძელებას (მწარმოებლისმიერ დადგენილი პირობების მიხედვით) სთავაზობს.