არასაგარანტიო მომსახურება

იუ-ჯი-თი-ს სერვის ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს არასაგარანტიო მომსახურებას, რაც გულისხმობს HPI-ის, ACER-ის, HPE-ის, TRIPP-LITE-ისა და CYBERPOWER-ის ისეთი დაზიანებული ტექნიკის შეკეთების მომსახურებას, რომელსაც ამოეწურა მწარმოებლის საგარანტიო ვადა. მომსახურება მოიცავს ზემოაღნიშნული მწარმოებლების ტექნიკაზე  დაზიანებული ნაწილების ორიგინალი ნაწილებით შეცვლას.

არასაგარანტიო მომსახურება წარმოადგენს ფასიან მომსახურებას და საფასური ანაზღაურებული უნდა იყოს მომხმარებლების მიერ ხარვეზის გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ. მომსახურების საფასური შედგება, ჩანაცვლებული ნაწილისა და შეკეთების მომსახურების საფასურისაგან. ტექნიკის შეკეთების პროცესი დაიწყება მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ.