იუ-ჯი-თი - HPE-ის პირველი პლატინიუმ პარტნიორი საქართველოში

იუ-ჯი-თი გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მსოფლიო ლიდერი კორპორაცია HPE-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსის „HPE Platinum Partner” მფლობელია.

იუ-ჯი-თიმ Hewlett Packard Enterprise-თან ინტენსიური თანამშრომლობით მოახერხა პლატინიუმ პარტნიორის სტატუსის მისაღებად აუცილებელი ყველა პირობის შესრულება ბიზნესის განვითარების, კომპეტენციის დაგროვებისა და კლიენტებთან წარმატებული პროექტების განხორციელების მიმართულებით.