იუ-ჯი-თი - საუკეთესო გაყიდვები ენტერპრაიზში

ქსელური და ინფორმაციული უსაფრთხოების პროდუქტების მწარმოებელმა - Checkpoint-მა, რომელიც ლიდერია ამ სფეროში, კიევში პარტნიორებისთვის პირველი რეგიონული შეხვედრა გამართა. შეხვედრას პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ უკრაინიდან, საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან.

Partners Summit-ზე ჩეკპოინტმა წარმატებულ პარტნიორებს მათი დამსახურების და მიხედვით ჯილდოები გადასცა. პირველივე ჯილდო წილად ხვდა კომპანია „იუ-ჯი-თის“, როგორც საუკეთესო გაყიდვები ენტერპრაიზში - Best Sales in Enterprise.

აღსანიშნავია, რომ პარტნიორების პირველივე შეხვედრაზე ყველაზე მაღალი რანგის სტატუსი კომპანია იუ-ჯი-თიმ მიიღო.