იუ-ჯი-თიმ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თანამედროვე ტექნოლოგიური საკლასო ოთახის პრეზენტაცია გამართა

საკლასო ოთახის მოდელი, რომელიც იუ-ჯი-თიმ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა, აღჭურვილია Acer-ის ინოვაციური ტექნიკის ნიმუშებით:

  • თანამედროვე ინტერაქტიული სასწავლო/საპრეზენტაციო სისტემა 
  • ნოუთბუქი მასწავლებლისათვის 
  • თაჩ ეკრანიანი ნეტბუქები მოსწავლეებისათვის 
  • მულტიფუნქციური პრინტერი

ტექნოლოგიური საკლასო ოთახის საშუალებით მასწავლებელს  შესაძლებლობა ექნება ინტერაქტიულ რეჟიმში წარმართოს გაკვეთილი, მოსწავლეებს გაუადვილოს, საინტერესო  და სახალისო გახადოს სწავლების პროცესი. მოსწავლეებს კი შეეძლებათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საგნებში მნიშვნელოვნად აიმაღლონ ცოდნის დონე.

აღნიშნული ტექნოლოგიური კლასის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი საგნის სწავლების პროცესში.

იუ-ჯი-თის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში სამ საჯარო სკოლაში  მსგავსი ტექნოლოგიური საკლასო  ოთახი მოეწყობა.

პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, იუ-ჯი-თის ვიცე პრეზიდენტი გურამ ხოჯანაშვილი, Acer-ის ვიცე პრეზიდენტი გრიგორი ნიზოვსკი და Acer-ის-ის რეგიონალური მენეჯერი გიორგი ხვედელიანი ესწრებოდნენ.