იუ–ჯი–თიმ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VIII კონფერენციას ოქროს სპონსორობა გაუწია

კონფერენცია, რომლის დევიზი იყო „პარტნიორობა კონკურენციის, ინოვაციებისა და კიბერუსაფრთხოებისთვის", მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით  სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა.  მასში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელმა.


ღონისძიებაზე კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს და წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ IT პროექტებს გაეცნენ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ელექტორნული მმართველობის განვითარების საკითხებს, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებს და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს.

კონფერენცია ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. წელს 15 ნომინაციაში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 50-მდე პროექტი იქნა წარმოდგენილი.