იუ-ჯი-თის პარტნიორების სიას იტალიური კომპანია Eelectron შეემატა

შენობების მართვის სისტემების (BMS) მიმართულებით იუ-ჯი-თის პარტნიორების სიას შეემატა იტალიური კომპანია Eelectron, რომელიც KNX-ის სტანდარტულ ელექტრონულ აპარატურას და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობებს აწარმოებს.

Eelectron-ის პროდუქტების ფართო სპექტრი მოიცავს სასტუმროს, დიდი შენობისა და სახლის ავტომატიზაციის სისტემებს. იტალიური კომპანია 2005 წლიდან წარმოადგენს KNX-ის წევრს მწარმოებელთა კატეგორიაში.

იუ-ჯი-თი ბიზნესის ახალ მიმართულებას - „ელექტროობისა და შენობის მართვის სისტემები“, 2017 წლიდან ავითარებს.

უფრო მეტი EElectron-ის პროდუქტების შესახებ იხილეთ ბმულზე.