UGT და EMC პარტნიორობას აფართოვებენ

UGT კორპორაცია EMC-ის ვერცხლის პარტნიორის სტატუსის მფლობელი გახდა (EMC Silver Business Partner). აღნიშნული სტატუსი ადასტურებს UGT-ის მაღალ ტექნიკურ კვალიფიკაციასა და შესაძლებლობებს, შესთავაზოს დამკვეთებს EMC-ის გადაწყვეტილებებისა და ტექნოლოგიების ფართო სპექტრი.

“დიდი ხანია ვთანამშრომლობთ EMC-თან და ეს სტატუსი ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ ჩვენი პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადავიდა. დღეის მდგომარეობით UGT წარმოადგენს EMC-ის Silver პარტნიორს, გაფორმებული აქვს პირდაპირი კონტრაქტი მწარმოებელთან და ჩვენს ბაზაზე ფუნქციონირებს EMC-ის სერვის ცენტრი. სიმართლე გითხრათ, ანალოგიური სტატუსები მხოლოდ ერთეულ კომპანიებს აქვთ დსთ-ს სივრცეში, რაც დამატებით ადასტურებს UGT-ის მომსახურების მაღალ ხარისხსა და ინჟინრების საუკეთესო კვალიფიკაციას“, - აცხადებს გიორგი მაისურაძე, UGT IT Solutions-ის გენერალური მენეჯერი.