UGT-მ 2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა 53 700 ნეთბუქის მიწოდება წარმატებით დაასრულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში „ჩემი პირველი კომპიუტერი“, იუ-ჯი-თიმ საქართველოს მასშტაბით, ყველა სკოლის პირველკლასელთათვის სასკოლო ნეთბუქების მიწოდება განახორციელა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, იუ-ჯი-თიმ ამჯერად ACER-ის წარმოების 53 700 პორტაბელური კომპიუტერის მიწოდება უზრუნველყო.

2014 წელს UGT-მ პირველად შეასრულა პირველკლასელთა 46,000 პორტაბელური კომპიუტერის მიწოდება. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, წელს მიწოდებული ნეთბუქები თანამედროვე დიზაინით და გაუმჯობესებული მახასიათებლებით გამოირჩევა: მსუბუქი, თხელი; 11,6 ინჩიანი, მაღალი გარჩევადობის მქონე ეკრანიანი მოწყობილობა აღჭურვილია Intel Celeron N3060 პროცესორით, 32 GB Flash და 2GB ოპერატიული მეხსიერებით, ინტეგრირებული ვიდეო ადაპტერით, ფრონტალური კამერით, დინამიკებით, მიკროფონით და გამძლე ელემენტით - ავტონომიურად მუშაობის 6-7 საათი ხანგრძლივობით.

მოცემული მახასიათებლებით ნეთბუქი სრულფასოვან კომპიუტერს წარმოადგენს, რომელსაც მოსწავლეები შემდგომ კლასებშიც თავისუფლად გამოიყენებენ თანამედროვე, ელექტრონულ ფორმატზე დამყარებული სწავლების პროცესში.