UGT საქართველოს მასშტაბით 2000-ზე მეტი სასწავლო დაწესებულების IT მხარდაჭერას უზრუნველყოფს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთიან ქსელში შემავალი საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების IT მხარდაჭერის ტენდერი, რომელიც 3 ლოტად გამოცხადდა UGT-მ მოიგო. მომსახურება მოიცავს კომპიუტერული და ქსელური ინფრასტრუქტურის, ასევე, მიწოდებული ICT სერვისების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

ჩვენს მიერ საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრებისათვის მიწოდებული მხარდაჭერის მომსახურება მოიცავს:

  • ICT ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფას;
  • კომპიუტერების ოპერაციული სისტემის (Microsoft Windows) და სხვა საოფისე და სამომხმარებლო პროგრამების გამართულად მუშაობას;
  • პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერას პროგრამული უზრუნველყოფის დონეზე (პრინტერი, სკანერი, პროექტორი და ა.შ.);
  • ლოკალური შიდა ქსელის მონიტორინგს, ტექნიკური ხარვეზების ან/და გეგმიური ცვლილებების განხორციელებას და ა.შ.