EBRD 2015

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა 4 დღის განმავლობაში მიმდინარებდა და 4000-მდე დელეგატი ესწრებოდა. სამივე ლოკაციაზე - პარლამენტის შენობაში, რუსთაველის თეატრსა და პიონერთა სასახლეში იუ-ჯი-თიმ გააკეთა კომპიუტერული და უკაბელო ქსელი, უზრუნველყო მთელი სისტემის უსაფრთხოება, მისი 24/7 გამართული მუშაობა და მომხმარებლის მხარდაჭერა.

პროექტზე მუშაობისას გუნდს ტექნიკური სირთულე არ შეხვედრია, თუმცა მცირე დროში ძალიან დიდი სამუშაოს გაკეთება მოუწია. მათ მთლიანი პროექტის შესასრულებლად სულ, სხვადასხვა ეტაპებად დაყოფილი, 3 კვირა ქონდათ. მაგალითად, პარლამენტი ღონისძიების დაწყებამდე 2 კვირით ადრე დაიცალა და ინჟინრებს ძალიან მცირე დროში მოუწიათ მთელი პარლამენტის და მისი გარე პერიმეტრის დაქსელვა. გარდა ამისა, შენობის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყო 3 კარავი, სადაც ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრები ტარდებოდა. კარვების მოწყობაც ერთი კვირით ადრე დასრულდა. შესაბამისად, მთელი ამ ტერიტორიის უკაბელო და კომპიუტერული ქსელით გამართვა უმოკლეს ვადებში განხორციელდა.