განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

პროექტის ფარგლებში, სამინისტროსთვის მოხდა დაპროექტება და აგება მონაცემთა ცენტრის სრული  საინჟინრო ქვესისტემების: დახურული ტიპის სითხით გაგრილების მაღალ ეფექტურ სისტემა, უწყვეტი კვების წყაროები ჭარბი რეზერვირების ტოპოლოგიით, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, მოშორებული მონიტორინგისა და მართვის ინსტრუმენტარი, ტექნიკური იატაკი, ჭერი და სხვა ფიზიკური ინფრასტრუქტურა. უმეტესი ქვეკომპონენტების აგება მოხდა გერმანული ბრენდის Rittal-ის პროდუქციის ბაზაზე, რაც სისტემებს მეტ საიმედოობას სძენს. შედეგად დამკვეთმა მიიღო, მაღალ მდგრადი სარეზერვო მონაცემთა ცენტრი, რომელიც თავისი პარამეტრებით პასუხობს ყველა უახლესს მოთხოვნას.