„გარემო ევროპისთვის“ - EfE 2016

„გარემო ევროპისთვის“ - EfE 2016, რომელიც ბათუმში ჩატარდა კიდევ ერთი გამოწვევა იყო კომპანიისთვის. სასტუმრო შერატონში, 1000 კვადრატამდე სიდიდის მხოლოდ ერთ დარბაზში 2 დღეში დასრულდა 2 კილომეტზე მეტი კაბელის გაყვანა, კაბელარხების გაკეთება, Wi-Fi ქსელის მოწყობა, 192 კომპიუტერის განლაგება, მათი ქსელში ჩართვა და სამუშაოდ მომზადება.

სასტუმროს 3 სართულზე, ჯამში, ქსელის 400 წერტილზე მეტი გაკეთდა და მსგავსი სამუშაოები, თუმცა გაცილებით მცირე მასშტაბის, ჩატარდა სასტუმრო ჰილტონშიც. 4 დღის განმავლობაში ღონისძიების ნებისმიერ დელეგატს, რომელსაც კომპიუტერთან ან ქსელთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შეექმნებოდა სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას იუ-ჯი-თის წარმომადგენლები უწევდნენ. კომპანიამ, ასევე, მოაწყო პრინტერების სივრცე, სადაც განთავსებულ 3 მძლავრ პრინტერზე ღონისძიებისთვის ყველა საჭირო მასალა იბეჭდებოდა.