იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაცემთა ცენტრის აგების ფარგლებში, UGT-ის სპეციალისტებმა დააპროექტეს და გამართეს ოთახის გაგრილების ეფექტური გადაწყვეტა, რაც გულისხმობს ცივი ჰაერის დისტრიბუციას კომბინირებული მეთოდით: მაღალი გამოთვლითი დატვირთვის თითოეული საესრვერო კარადის გაგრილებას 12კვტ სიმძლავრით - დახურული ცივი კორიდორის გამოყენების გზით, ხოლო დაბალი დატვირთულობის სასერვერო კარადების გაგრილებას 6კვ სიმძლავრით, დახურული კორიდორის მიღმა,  ტრადიციული, იატაკიდან დაბერვის მეთოდით.  აღნიშნული ინფრასტრუქტურა დაპროექტდა და გაიმართა გერმანული კომპანია Rittal-ის მონაცემთა ცენტრების გაგრილების სისტემების გამოყენებით.