მობილური ინტერნეტი და IPTV რეგიონებში

საქართველოს რეგიონებში აბონენტების სწრაფად დამატება კავკასუს ონლაინისთვის ბაზრის წილის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. UGT-ის დახმარებით განხორციელებული პროექტის შედეგად კავკასუს ონლაინმა 2016 წლის განმავლობაში შეძლო ათასობით ახალი აბონენტის ქსელში ჩართვა ისეთ ქალაქებში როგორებიცაა ბათუმი, ზუგდიდი და ფოთი. Calix-ის GPON ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, ამ ქალაქებში მომხმარებლებმა მიიღეს მაღალი ხარისხის ოპტიკური ინტერნეტისა და ტელევიზიის მომსახურება (IPTV). მათ შორის, ადგილზე უკაბელო Wi-Fi საშულებით.