პროკრედიტ ბანკი

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბანკის სხვადასხვა მონაცემთა ცენტრში ერთიანი, თანამედროვე მონაცემთა შენახვის კომპლექსის აგება HPE 3PAR სისტემების ბაზაზე. მონაცემთა ცენტრებს შორის განხორციელდა ე.წ. გაწელილი კლასტერის (Stretched Cluster) დანერგვა, რამაც უზრუნველყო ბანკის მონაცემთა ბაზების (Microsoft SQL) და სხვა კრიტიკული საბანკო სერვისების უწყვეტობა და მაღალი მდგრადობა (High Availability at Data Center Level).