საქართველოს ბანკი - მობილური მოწყობილობების უსაფრთხოდ მართვა

პროექტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ბანკის გამოყოფილ თანამშრომელთა მობილური მოწყობილობების მართვის სისტემის დანერგვა და ინტეგრაცია კორპორატიულ რესურსებთან (მაგ.: ელ-ფოსტა). აგებული სისტემა საშუალებას აძლევს ბანკის თანამშრომლებს ორგანიზაციის ფარგლებს გარეთაც ჰქონდეთ უსაფრთხო წვდომა კომპანიის რესურსებზე, იმავდროულად ბანკის ტექნიკურ სამსახურებს აძლევს საშუალებას დადგენილი პოლიტიკების ფარგლებში მართონ თანამშრომელთა მობილური სისტემები (IOS & Android). აღნიშნული სისტემა აიგო UGT-ის პარტნიორი, მსოფლიო ლიდერი კომპანიის Mobile Iron-ის პროგრამული პლატფორმის გამოყენებით.