საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე SAP ERP სისტემის იმპლემენტაციის ფარგლებში განხორციელდა აპარატურული ინფრასტრუქტურის აგება როგორც დეველოფმენთ ასევე პროდუქტიული გარემოსთვის. დამონტაჟებული HPE-ს წარმოების სპეციალიზირებული კონვერგენტული სისტემები უზრუნველყოფენ SAP HANA პლატფორმის წარმადობის მაქსიმიზაციას და გამართულ ფუნქციონირებას. ხოლო VMware vSphere  ვირტუალური გარემო კი ზრდის რესურსების გამოყენების ეფექტურობასა და სისტემის მდგრადობას. ამ უკანასკნელის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით დანერგვითი სამუშაოები განხორციელდა როგორც თბილისში, ასევე ბათუმში განთავსებულ მონაცემთა ცენტრშიც, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რკინიგზის კრიტიკული IT სისტემების უწყვეტად ფუნქციონირების ამოცანას.