საფინანსო ანალიტიკური სამსახური

ფარგლებში, საფინანსო ანალიტიკური სამსახურის ძირითად და სათადარიგო მონაცემთა ცენტრებში განხორციელდა ელექრტომომარაგების სისტემების განახლება. ძირითად მონაცემთა ცენტრში დამონტაჟდა ელექტროკვების პარალელური ხაზი დამოუკიდებელ წყაროზე ავტომატური გადამრთველით, უწყვეტი კვების წყაროთი და დიზელ გენერატორით. აღნიშნულმა ღონისძიებებმა საგრძნობლად გაზარდეს სისტემის საიმედობა. ასევე განახლდა ავტომატური რეზერვის გადამრთველები და ისინი, გენერატორებთან ერთად აღიჭურვა მოშორებული მონიტორინგისა და მართვის სისტემებით, რაც აუმჯობესებს ინციდენტებზე რეაგირების ეფექტურობასა და ოპერატიულობას. დამონტაჟებული სისტემის უმეტესი ქვეკომპონენტების აგება მოხდა გერმანული ბრენდის Rittal-ის პროდუქციის ბაზაზე, რაც სისტემებს მეტ საიმედოობას სძენს.