სკოლების უკაბელო ქსელით აღჭურვა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კორპორაცია Microsoft-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით Microsoft-მა გარკვეული სკოლები აღჭურვა ქსელითა და უკაბელო (Wi-Fi) ტექნოლოგიით. აღნიშნულის განსახორციელებლად UGT საქართველოს 32 სკოლაში აწარმოა სტრუქტურირებული საკაბელო სისტემებისა და Wi-Fi წვდომის წერტილების მონტაჟი. პროექტი განხორციელდა როგორც თბილისის, ისე  რამდენმე რეგიონულ სკოლაში. პროექტი 2016 წლის ბოლომის დასრულდა. შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს Office 365 სერვისს, რაც Wi-Fi ტექნოლოგიებთან ერთად მოსწავლეებს და მასწავლებლებს დაეხმარება თანამედროვე სასწავლო პრაქტიკების დანერგვაში და იმ აუცილებელი უნარების განვითარებაში, რომელსაც ოცდამეერთე საუკუნის მაღალკონკურენტიანი გარემო მოითხოვს.