ტერაბანკი

ყოფილი კორსტანდარტ ბანკის რებრენდინგთან ერთად მოხდა ბანკის IT ინფრასტრუქტურის განახლებაც. ჩვენი კომპანიის დახმარებით ტერაბანკმა უზრუნველყო ტერიტორიულად განაწილებულ მონაცემთა ცენტრებს შორის ე.წ. „გაწელილი კლასტერული სისტემის“ აგება VMware vSphere Metro Storage Cluster ტექნოლოგიის გამოყენებით. აღნიშნულ პროექტში მონაცემთა სანახ ინფრასტრუქტურად გამოვიყენეთ HPE-ს უახლესი თაობის 3PAR მასივები და ბანკის ორი აქტიური მონაცემთა ცენტრის დონეზე აიგო მაღალი მდგრადობის მქონე (High Availability) ინფრასტრუქტურული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ტერაბანკის კრიტიკული სერვისების უწყვეტ ხელმისაწვდომობას.