არსებული IT სისტემების ინვენტარიზაცია

IT სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული როლი ინფრასტრუქტურის და პროგრამული უზრუნველყოფის გამართულად მუშაობას უჭირავს.

როგორც წესი, ინფრასტრუქტურა იზრდება ორგანიზაციასთან ერთად და მისი მოწყობა უფრო მიმდინარე საჭიროების მიხედვით ხდება, ვიდრე გრძელვადიანი ხედვის გათვალისწინებით, რაც დროთა განმავლობაში არაერთ სირთულეს აჩენს.

ჩვენ შეგვიძლია თქვენი ინფრასტრუქტურის/პროგრამული უზრუნველყოფისა და ქსელური აპარატურის შეფასება და ანალიზი მის მასშტაბურობაზე, დაცულობასა და სამომავლო ცვლილებებისადმი მზაობაზე. სურვილის შემთხვევაში მოგაწოდოთ რჩევები რედიზაინზე და ოპტიმალურ კონფიგურაციაზე.