მონაცემთა დამუშავების ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა

დაიცავით კვალიფიციურად ყველაზე კრიტიკული აქტივები

კომპანიების ზრდასა და განვითარებასთან ერთად ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის საჭიროება ხდება, რომლებიც უზრუნველყოფენ მნიშვნელოვანი პროცესების ავტომატიზაციას. ამასთან, დგება ელექტრონულ ფორმატში მონაცემთა შეგროვებისა და აკუმულირების აუცილებლობა. ხშირად ის ტექნიკური თუ პროგრამული საშუალებები, რომლებიც კომპანიების ბიზნეს პროცესების მართვაში გამოიყენება უალტერნატივო პროდუქტებია და მათი კრიტიკულობა ძალიან მაღალია

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მონაცემთა დამუშავების ცენტრებს, სადაც განთავსებულია ზემოაღნიშნული ტექნიკური გადაწყვეტილებები და მონაცემთა ბაზები. როგორც წესი, მონაცემთა დამუშავების ინფრასტრუქტურა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას კომპანიებში. მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნას როგორც ფიზიკური უსაფრთხეობის კომპონენტები, ასევე არსებულ ინფრასტრუქტურაში განთავსებული რესურსების ლოგიკური უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები.

რას გთავაზობთ

ჩვენი ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ქვეშ არის აგებული ქვეყანაში არსებული ყველაზე კრიტიკული მონაცემთა დამუშავების ცენტრები. ჩვენი კვალიფიციური გუნდი მუდმივად მუშაობს ახალი მიდგომებისა და გადაწყვეტილებების შესწავლისა და დანერგვის მიმართულებით. ჩვენ მუდმივად ვეცნობით მსოფლიოში არსებულ საფრთხეებსა, გამოწვევებს და რეგულარულად ვთავაზობთ კლიენტებს პრევენციის ადეკვატურ ღონისძიებებს.

ჩვენი პროდუქტები:

  • დაშვების სისტემის ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  • ხანძარქრობის და ხანძარაღმოჩენის სისტემის ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  • გაგრილების და უწყვეტი კვების სისტემების ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  • მონაცემთა ბაზების მართვა (მათ შორის სარეზერვო ასლების მართვა)
  • სასერვერო ინფრასტრუქტურის რესურსების ადმინისტრირება

მომსახურების პროცესის დაწყებამდე ჩვენ ვსწავლობთ თქვენს ინფრასტრუქტურას, ვაფასებთ კრიტიკულ წერტილებს და წარმოგიდგენთ მათი გადაჭრის რაციონალურ გადაწყვეტილებებს. შემდგომ კი მონაცემთა დამუშავების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება გრძელდება ჩვენი კვალიფიციური გუნდის მუდმივი მონიტორინგის და ზედამხედველობის ქვეშ.