IT აპარატურის მხარდაჭერა

გაზარდეთ თქვენი თანამშრომლების ეფექტურობა ჩვენი სერვისით

ინფორმაციული ტექნოლოგიების აპარატურის საჭიროება სულ უფრო მზარდი ხდება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. მათი ნორმალური ფუნქციონირების გარეშე შეუძლებელია სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა და დასახული მიზნების მიღწევა.

რას გთავაზობთ

ჩვენ შევქმენით ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის მასშტაბური პლატფორმა და გვაქვს შესაძლებლობა კლიენტებს შევთავაზოთ ნებისმიერი მოცულობის/რაოდენობის კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერა. ჩვენი მომსახურების პრინციპები ეფუძვნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის პროცესების მართვაში და გამოირჩევა ოპტიმალურობითა და მაღალი ხარისხით.

იუ-ჯი-თის IT აპარატურის მხარდაჭერა თავის თავში მოიაზრებს შემდეგ სერვისებს:

  • კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის, ოპერაციული სისტემებისა (ნებისმიერი ოპერაციული სისტემა) და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფების (მაგ: Office, adobe, photoshop და ა.შ.) მხარდაჭერა
  • კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის შეკეთება

ჩვენი მხარდაჭერის სევრისი კომპლექსურია და მოიცავს, როგორც რეგულარული პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას, ასევე მომხმარებლებთან წარმოშობილ ხარვეზებზე მყისიერ რეაგირებას.