სერვის ცენტრის მომსახურება

სერვის ცენტრის მხარდაჭერა

იუ-ჯი-თი- სერვის ცენტრი 1997 წლიდან ახორციელებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების (პერსონალური და კორპორაციული) ტექნიკის შეკეთების საგარანტიო და გარანტიის შემდგომ  სერვისს. სერვის ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიცირებული, სერტიფიცირებული თანამშრომლებით, რომლებიც სისტემატიურად იმაღლებენ კვალიფიკაციას.

სერვის ცენტრი მომსახურებას უწევს ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა ტიპის ტექნიკას, კერძოდ:

  • ნოუთბუქი
  • დესკტოპ კომპიუტერი
  • მონიტორ
  • “All-in-one”
  • პლანშეტი
  • პრინტერი
  • სკანერი
  • პროექტორი
  • სერვერი
  • სტორიჯი
  • სვიჩი
  • როუტერი
  • იუპიესი

ჩვენი კლიენტები არიან: სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, კომერციული სტრუქტურები, კომპიუტერული ტექნიკის დილერი ორგანიზაციები, მაღაზიები და ფიზიკური პირები.

სერვის ცენტრი ფოკუსირებულია ხარისხიანი და დროული მომსახურების მიწოდებაზე. მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით სისტემატიურად ვატარებთ ჩვენი კლიენტების გამოკითხვას, მომხმარებელთა აზრის გათვალისწინებით მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი სერვისები მოვარგოთ და შეუსაბამოთ  კლიენტების მზარდ მოთხოვნილებებს.