ბიზნეს პროგრამული გადაწყვეტილებები (სისტემები): ზოგადი მიმოხილვა

თანამედროვე კომპანია უკვე წარმოუდგენელია ბიზნეს-პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. რაც უფრო მწვავეა კონკურენცია, მით უფრო აუცილებელი ხდება ბიზნეს პროცესების ავტომატიზირება. მსოფლიო პრაქტიკაში უკვე გამოცდილია და გამოიყენება ბიზნეს სისტემები, რომლებიც ორგანიზაციის საქმიანობის ყველა სფეროს მოიცავენ - ფინანსური აღრიცხვა-ანალიზიდან დაწყებული, წარმოების პროცესითა და პერსონალის მართვით დამთავრებული. ეს სისტემები ცნობილია ERP (Enterprise Resource Planning), CRM (Customer Relationship Management) და სხვა სახელებით.

იუ-ჯი-თის გააჩნია მსოფლიო ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული ბიზნეს სისტემები.  თვითონ სისტემები წარმოადგენენ ინსტრუმენტებს, ხოლო მათი დანერგვის დროს მთავარია სწორი ბიზნეს და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მაქსიმალურად გაითვალისწინებენ დამკვეთის ინდივიდუალურ სპეციფიკას. საკუთარი გამოცდილებისა და პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, იუ-ჯი-თის გააჩნია კომპეტენცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეიმუშაოთ თქვენს ინდივიდუალურობაზე მორგებული ბიზნეს გადაწყვეტილება, ხოლო იუ-ჯი-თის სერთიფიცირებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ სისტემის დანერგვას და მხარდაჭერას.

დამატებითი ინფორმაცია იუ-ჯი-თის მიერ შემოთავაზებული ბიზნეს სისტემების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართებზე:


 
http://estionline.org/mert