ჩვენი უპირატესობები

საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის დაპროექტების, აგების, ექსპლუატაციაში გაშვების და მხარდაჭერის მიმართულებით, იუ-ჯი-თის გააჩნია საფუძვლიანი ცოდნა, ყველაზე მდიდარი გამოცდილება საქართველოში და პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერა. კომპანიის სპეციალისტები მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას იუ-ჯი-თის პარტნიორ, მსოფლიოს წამყვან კომპანიებში, როგორიცაა SUN, HP, Cicso, IBM, Oracle, Microsoft, Symantec და სხვა.

ღრმა თეორიულ ცოდნასთან ერთად, იუ-ჯი-თი საქართველოში არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც სერიოზული პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია საქართველოში არსებული მსხვილი ორგანიზაციების IT ინფრასტრუქტურის დაპროექტების, აგების, ესქპლუატაციაში გაშვების და შემდგომი მხარდაჭერის მიმართულებით.

კომპანიის მიერ განხორციელებული თითოეული პროექტი ეყრდნობა უახლეს გადაწყვეტილებებს და ტექნოლოგიებს, რომლებსაც იგი პარტნიორებისგან იღებს. IT ინფრასტრუქტურის აგების დროს, ყოველთვის გაითვალისწინება:

  • ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობა.
  • მაღალი საიმედობის უზრუნველყოფა.
  • ახალი ტექნოლოგიების დამატებისათვის მზადყოფნა.
  • ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის გრძელვადიანი დანახარჯების  მინიმალიზაცია.

ყოველივე ეს, დამკვეთ ორგანიზაციას, განხორციელებული ინვესტიციებიდან მაქსიმალური უკუგების საშუალებას აძლევს.

იუ-ჯი-თის ასევე მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია საინფორმაციო ინფრასტრუქტურის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოწოდებაში. კომპანიის უპირატესობაა გამართული ლოგისტიკური პროცესები და პროექტების მართვის მაღალი ხარისხი. იუ-ჯი-თის საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში წარმატებით აქვს განხორციელებული აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების ყველაზე მსხვილი პროექტები.