სახელმწიფო სექტორი

განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დახმარება, საგრძნობლად ზრდის სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის ეფექტიანობას. კომპანია იუ-ჯი-თის შესწევს უნარი გადაჭრას სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანები თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.

იუ-ჯი-თი ეხმარება სამთავრობო სტრუქტურებს ეფექტიანი სახელმწიფო მართვის სისტემის დანერგვაში, მოსახლეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნაში, სახელმწიფო ფონდებისა და რესურსების გამჭვირვალე მოხმარებაში, ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეისათვის, იუ-ჯი-თი უკვე თანამშრომლობს პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროსთან. კომპანიაში  მუშავდება პროექტები, ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურული რგოლებისთვის.

იუ-ჯი-თის გადაწყვეტილებები სახელმწიფო სტრუქტურებისათვის

ძალოვანი სტრუქტურები 

  • კომპლექსური გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვა ქვეყნისა და მოქალაქეების  უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
  • კომუნიკაციის  ეფექტიანობის ამაღლება.
  • ინფორმაციის მოპოვების, გადაცემის და ადვილი წვდომის ოპერატიული სისტემის შექმნა.
  • სტატისტიკური  მონაცემებისა და  საარქივო მასალების  მოქნილი სისტემის შექმნა.

მუნიციპალიტეტი

  • გამჭვირვალე მმართველობითი სისტემის შექმნა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებასა და  ქალაქის მთავრობას შორის ნდობის ფაქტორის გაღრმავებას.
  • დოკუმენტაციის არქივაციის და გაგზავნა-მიღების მოქნილი სისტემის შექმნა.
  • მუნიციპალური მომსახურების სისწრაფის, სიზუსტის და საერთო ეფექტიანობის გაზრდა.

საკანონმდებლო ხელისუფლება

  • საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ინფორმაციის მოძრაობის პროცესების ოპტიმიზაცია.
  • საკანონმდებლო პროექტების შესწავლის პროცესის მოქნილი სისტემის შექმნა.
  • კანონპროექტების განხილვის პროცესის ოპტიმიზაცია.
  • ინფორმაციის მოძიების რუტინული პროცესების ავტომატიზაცია.

ფინანსების მართვა

  • საბიუჯეტო გასავლებისა და შემოსავლების ოპტიმიზაცია.
  • ქვეყნის ბიუჯეტის მართვის ეფექტიანობის ამაღლება.
  • ეკონომიკის განვითარების პროგნოზირების სისტემების შექმნა.
  • ბიუჯეტის ხარჯების კონტროლის გაუმჯობესება.
  • საგადასახადო და საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაცია.

სახელმწიფო სტრუქტურებისთვის გადაწყვეტილებების შემუშავებისას, იუ-ჯი-თის შეუძლია ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნების ანალოგებს, რადგან იუ-ჯი-თის, როგორც ქართულ ბაზარზე მოქმედ  საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიას, კარგად ესმის ადგილობრივი სპეციფიკა. იუ-ჯი-თის შეუძლია სახელმწიფო სტრუქტურების მიზნებისა და პრობლემების კვლევა, ადექვატური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების და პროექტების შემუშავება, დონორების მოძიება და შემუშავებული პროექტების წარმატებით განხორციელება. დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო და მრავალწლიანი ურთიერთობა, იუ-ჯი-თის საშუალებას აძლევს მოიზიდოს დონორები და დააინტერესოს სახელმწიფო პროექტების დაფინანსებაში.

 
free porn deutsch porno free porn videos xnxx porn videos sex porn videos
bedava film izle hd film izle oyun oyna cocuk oyunlari edevlet web tasarim yabanci dizi izle astroloji yemek tarifleri sohbet