კომპანიის შესახებ

იუ-ჯი-თი საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოც წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

იუ-ჯი-თის მისიაა დაეხმაროს ორგანიზაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში.

ჩვენ გაგვაჩნია ტექნოლოგიების და კომპეტენციების სრული სპექტრი, ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაციის უზრუნველსაყოფად. კერძო და საჯარო ორგანიზაციებში, ჩვენ ვნერგავთ როგორც IT ინფრასტრუქტურულ სისტემებს, ასევე ფრონტალურ ბიზნეს-აპლიკაციებს, ხოლო, საკუთარი დატა-ცენტრის მეშვეობით, ორგანიზაციებს ვაწვდით Microsoft Azure Stack-ზე დაფუძნებულ უახლეს ქლაუდ სერვისებს.

წლების მანძილზე, იუ-ჯი-თიმ განავითარა ისეთი სერვისები და გადაწყვეტები, რომლებიც მორგებულია როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებზე, პასუხობს მათ მოთხოვნებს, ითვალისწინებს ინდივიდუალურ საჭიროებებს და ინარჩუნებს მოქნილობას თანამშრომლობის პროცესში. დღეისთვის, კომპანიას გააჩნია პროდუქტების, სერვისების და გადაწყვეტების ფართო არჩევანი ყველა ზომის და ტიპის ორგანიზაციისთვის.

იუ-ჯი-თის წლების მანძილზე განხორციელებული აქვს დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი მრავალი მასშტაბური და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი. საუკეთესო გამოცდილებით და უნიკალური ექსპერტიზით, კომპანიას მოპოვებული აქვს კლიენტების და პარტნიორების მაღალი ნდობა.

დღეისთვის ჩვენ გვყავს 50-ზე მეტი პარტნიორი მსოფლიოს მასშტაბით და უწყვეტად ვინარჩუნებთ დარგის ლიდერების უმაღლეს საპარტნიორო სტატუსებს. მათ შორისაა HPE, Dell Technologies, Microsoft, Check Point, IBM, Oracle და სხვა ცნობილი კორპორაციები. უმაღლესი საპარტნიორო სტატუსების გარდა, ჩვენი პარტნიორებისგან მიღებული გვაქვს ყველაზე ინოვაციური პარტნიორის, წლის საუკეთესო პარტნიორის და ყველაზე კომპეტენტური პარტნიორის მრავალი ჯილდო.

იუ-ჯი-თი ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფორბსის მიერ გამოქვეყნებული 100 უმსხვილესი ქართული კომპანიის ჩამონათვალშია. 

დაგროვილმა გამოცდილებამ და პროფესიონალიზმმა, გვიბიძგა გავცდეთ საქართველოს ფარგლებს და დავიწყოთ ოპერირება საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც წარმატებით ვართმევთ თავს.