ისტორია
2021

იუჯითი, უკვე მეორედ, Dell Technologies-სგან Channel Services Delivery Excellence ჯილდოს მფლობელია.

იუ ჯი თი პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო კორპორაცია SAP-ის ერთადერთი ოქროს პარტნიორია საქართველოში

იუ ჯი თი-მ ქსელური გადაწყვეტილებების წამყვან ბრენდ Aruba-სთან ოქროს პარტნიორის სტატუსი განაახლა.

იუჯითიმ Dell Technologies-ის Titanium Partner სტატუსი მოიპოვა!

იუჯითის Dell Technologies-მა ყოველწლიურ ღონისძიებაზე Partner of the Year ჯილდო გადასცა!

იუჯითიმ Hewlett Packard Enterprise-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი „HPE Platinum Partner” განაახლა.

იუჯითი არის ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, რომელიც ერთდროულად ფლობს ISO 27001 და ISO 20000 სერტიფიკატებს.

იუჯითი გახდა Microsoft-ის SPLA (Services Provider License Agreement) პარტნიორი, რაც Microsoft-ის მხრიდან SPLA ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის რეგულარულ შემოწმებას გულისხმობს.

UGT ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც Check Point-ის მხარდაჭერის სერვისის ოფიციალური სტატუსები აქვს: Collaborative Support და Appliance Support.
2020

UGT-მ კომპანია SAP Business All-In-One, SAP Analytics და SAP HANA - საპროდუქტო ჯგუფებისთვის ოფიციალური ავტორიზებული მხარდაჭერის უფლება მოიპოვა.

იუ ჯი თი-მ Dell Technologies-სგან ავტორიზებული სერვისის ცენტრის პარტნიორობის ოფიციალური სტატუსი მიიღო

UGT კომპანია IBM-მა - "TOP IBM Software Business Partner" სტატუსით დააჯილდოვა.

UGT კომპანია Dell Technologies-ის მიერ, CIS ქვეყნებს შორის, ყველაზე სწრაფად მზარდ პარტნიორად (Fastest growing System Integrator) დასახელდა.

იუ ჯი თი IBM-ის ოქროს პარტნიორი გახდა

იუ ჯი თი-მ HPE-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი „HPE Platinum Partner” განაახლა

იუ ჯი თიმ VMware-ის ყველაზე მაღალი საპარტნიორო სტატუსი - Principal Partner მოიპოვა.

იუ ჯი თიმ Dell Technologies Forum 2020-ს ვერცხლის სპონსორობა გაუწია
UGT Group-ის ვიცე პრეზიდენტი Sarah Williamson Chirakadze, American Chamber of Commerce in Georgia-ს პრეზიდენტი გახდა
UGT Group-ის ვიცე პრეზიდენტი Sarah Williamson Chirakadze, American Chamber of Commerce in Georgia-ს პრეზიდენტი გახდა

იუ ჯი თი გახდა პირველი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოსა და დ.ს.თ-ს ქვეყნებში, ვინც Maestro HyperScale Network Security სპეციალიზაცია და ექსპერტიზა მიიღო.
იუ ჯი თი 2020 წლიდან წარმოადგენს McAffee-ის ერთადერთ GOLD პარტნიორს მთელს რეგიონში.
2019

DELL EMC-სგან წლის ყველაზე ინოვაციური პარტნიორის ტიტულით დაჯილდოვება

Microsoft-ის მიერ UGT-ის 2019 წლის საუკეთესო პარტნიორის სტატუსით დაჯილდოვება

Hawlett Packard Enterprise-თან პლატინუმ პარტნიორის სტატუსის განახლება

Check Point-ის მიერ ზედიზედ მესამედ მთავარი ჯილდოს დამსახურება საუკეთესო გაყიდვები ენტერპრაიზ სეგმენტში - The Best Sales in Enterprise

UGT გახდა პირველი კომპანია, რომელმაც hp-ს Managed Print Services (მართული ბეჭდვითი მომსახურება) საქართველოში დანერგვის უფლება მოიპოვა

იუ ჯი თი-მ ქსელის გადაწყვეტილების ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის, aruba-ს ოქროს პარტნიორობა განაახლა

იუ ჯი თი-მ მიიღო ACER-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსები- Acer Synergy Partner Platinum და Education Solution Centre Partner

იუ ჯი თი გახდა F5 Networks-ის ვერცხლის პარტნიორის სტატუსის მფლობელი პირველი და ერთადერთი კომპანია საქართველოში

იუ ჯი თი-მ განახორციელა საქართველოში ყველაზე დიდი VxRail-ის Active/Active გაწელილი კლასტერის პროექტი

იუ ჯი თი-მ საქართველოში ყველაზე დიდი Next-Generation firewall დანერგა საქართველოში

იუ ჯი თი-მ დაიწყო მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის ქსელის გარეშე დარჩენილი 200-მდე ოჯახისთვის, მზის პანელების დამონტაჟება

იუ ჯი თი-მ პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერი"-ს ფარგლებში, პირველკლასელებს 55 000 ცალი acer-ის წარმოების კომპიუტერი გადასცა

იუ ჯი თი ერთადერთი IT კომპანიაა, რომელიც 2019 წელს ფორბსის 100 უმსხვილეს კომპანიებს შორის მოხვდა
2018

იუ-ჯი-თი - HPE-ის პირველი პლატინიუმ პარტნიორი საქართველოში
იუ-ჯი-თი - LS Retail-ის პირველი ოქროს პარტნიორი საქართველოში

Checkpoint-ისგან „იუ-ჯი-თის“ ზედიზედ მეორედ წილად ხვდა ჯილდო როგორც საუკეთესო გაყიდვები ენტერპრაიზში - Best Sales in Enterprise
"იუ ჯი თის" ახალი მიმართულება - ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის აუთსორსინგი დაემატა

იუ-ჯი-თი გახდა SAP-ის პარტნიორი BI (business Intelligence) მიმართულებით
2017

სკოლების უკაბელო ქსელით აღჭურვა

მობილური ინტერნეტი და IPTV რეგიონებში

იუ-ჯი-თიმ ყველაზე მაღალი სტატუსი მიიღო Check Point-ის რეგიონალურ კონფერენციაზე - Best Sales in Enterprise

იუ-ჯი-თი პირველი კომპანიაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც Check Point SandBlast-ის ავტორიზებული პარტნიორი გახდა

UGT „2017 წლის საუკეთესო სისტემური ინტეგრატორი“გახდა
2016

იუ-ჯი-თის დახმარებით ტერა ბანკში კლიენტების ინფორმაციულ უსაფრთხოებისთვის F5-ის გადაწყვეტილებები დაინერგა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას IT და სატელეკომუნიკაციო მომსახურება იუ-ჯი-თიმ გაუწია.
2015

კომპანია იუ-ჯი-თიმ UEFA-ს სუპერთასის ღონისძიებას სრული IT და სატელეკომუნიკაციო მომსახურება გაუწია.

UGT და EMC პარტნიორობას აფართოვებენ.

საქართველოს რკინიგზაში SAP ERP სისტემის იმპლემენტაციის ფარგლებში აპარატურული ინფრასტრუქტურის აგება როგორც დეველოფმენთ , ისე პროდუქტიული გარემოსთვის.

იუ-ჯი-თი „წლის საუკეთესო ინტეგრატორი კომპანიის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა
2014

იუ-ჯი-თიმ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის დანერგვის პროექტი წარმატებით დაასრულა.

იუ-ჯი-თიმ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურში აქტივ-აქტივ მონაცემთა ცენტრის ვირტუალიზაციის პროექტი განახორციელა.

იუ–ჯი–თიმ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მონაცემთა შენახვის მაღალწარმადი სისტემის დანერგვის პროექტი განახორციელა.

იუ-ჯი-თიმ ლიბერთი ბანკში მონაცემთა რეზერვირების დე-დუბლიკატორი სისტემის დანერგვა განახორციელა.

იუ–ჯი–თიმ მსოფლიო ლიდერი ტექნოლოგიების მწარმოებლის, კომპანია Cisco Systems-ის Silver პარტნიორის სტატუსი მიიღო.

კომპანია იუ-ჯი-თიმ პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერების მიწოდება წარმატებით განახორციელა.

იუ-ჯი-თი „წლის საუკეთესო ინტეგრატორი კომპანიის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა
2013

იუ-ჯი-თიმ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საქართველოში ერთერთი ყველაზე მასშტაბური ვიდეო საკონფერენციო და გახმოვანების სისტემის დანერგვის პროექტი განახორციელა

იუ–ჯი–თიმ კომპანია GFI-ს ოფიციალური ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მიიღო

კომპანია იუ-ჯი-თიში ფუნქციონირება დაიწყო აიტი აუდიტის, საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტმა.

იუ-ჯი-თი „წლის საუკეთესო ინტეგრატორი კომპანიის“ ნომინაციის გამარჯვებულია.

იუ–ჯი–თიმ GITI-ს ვერცხლის სპონსორობა გაუწია
2012

იუ-ჯი-თი „წლის საუკეთესო ინტეგრატორი კომპანიის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა

იუ-ჯი-თი „წლის საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა

კომპანია იუ-ჯი-თი „თეთრ სიაში" მოხვდა

იუ–ჯი–თიმ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების V საიუბილეო კონფერენციას ვერცხლის სპონსორობა გაუწია

Symantec-მა იუ-ჯი-თი წლის საუკეთესო პარტნიორად აღიარა

იუ-ჯი-თის ვიცე პრეზიდენტი სარა უილიამსონი ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გახდა

იუ-ჯი-თი Cisco TelePresence Video ტექნოლოგიების საპარტნიორო ავტორიზაციის მფლობელი

იუ-ჯი-თიმ კომპანია Cisco-ს ახალი სპეციალიზაციები მიიღო
2011

კვლევის შედეგების მიხედვით იუ–ჯი–თის კომპანია Cisco–სგან Customer Satisfaction Excellence შეფასება მიენიჭა

შეიქმნა იუ–ჯი–თის შვილობილი კომპანია ლიტერასი

UGT-ის თანამშრომლებმა CISCO-ს უმაღლესი საინჟინრო სერთიფიკაცია CCIE მოიპოვეს

შეიქმნა იუ–ჯი–თის შვილობილი კომპანია აიტი ინვესტი

იუ-ჯი-თიმ განათლების სამინისტროში საქართველოში პირველად განახორციელა ონლინ კონფერენციის პროექტი ბოლო თაობის Full HD უმაღლესი კლასის Tandberg ვიდეო-მოწყობილობების გამოყენებით

იუ–ჯი–თიმ მონაცემების „გაჟონვის“ სისტემის (DLP – Data Leakage Protection) მიმართულებით საბანკო სექტორში პირველი მასშტაბური პროექტი განახორციელა

იუ–ჯი–თი გახდა კომპანია McAfee -ს (მონაცემების „გაჟონვის“ სისტემის (DLP – Data Leakage Protection)) ბიზნეს პარტნიორი

იუ–ჯი-თის შვილობილმა კომპანიამ "პისი შოპმა" პირველი კომპიუტერული ჰიპერ მარკეტი გახსნა
2010

24 დეკემბერი. გიორგი ჭირაქაძე წლის ბიზნესმენად დასახელდა

იუ–ჯი–თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ბიზნესის წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. ტეხასის შტატ ქალაქ დალასში ფუნქციონირება დაიწყო UGT LLC-მ

იუ–ჯი–თიმ შექმნა ახალი ვენჩერული ფონდი საქართველოში

იუ-ჯი-თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ORACLE-ს საპარტნიორო სტატუსი - „ORACLE Gold Certified Partner“ მიიღო

იუ–ჯი–თი და მისი შვილობილი კომპანია დილაინი მსხვილ და კეთილსინდისიერ გადამხდელთა ოქროს სიაში მოხვდნენ
2009

იუ–ჯი–თიმ შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდარღვევების რეგისტრაციის ახალი სისტემა დანერგა

იუ–ჯი–თი გახდა საბანკო ტექნოლოგიების მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი კომპანია De La Rue–ს პირველი სერთიფიცირებული პარტნიორი საქართველოში

იუ-ჯი-თი წლის საუკეთესო ინტეგრატორ კომპანიად დასახელდა

იუ–ჯი–თის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი გახდა

საქართველოში პირველი Microsoft Certified Professional (MCP) კლუბი გაიხსნა

იუ–ჯი–თის პრეზიდენტი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბიზნესმენთა გაერთიანების შექმნის ერთერთი ინიციატორი გახდა

იუ–ჯი–თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც მსოფლიო ლიდერი კომპანია VMware-ის კორპორატიული პარტნიორის (Enterprise Partner) სტატუსი მიიღო

იუ–ჯი–თიმ კომპანია Billcon-ის სერთიფიცირებული ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მიიღო

იუ–ჯი–თი კორპორაცია Cisco Systems-ის ახალი სპეციალიზაციის Advanced Security-ს მფლობელი გახდა
2008

იუ–ჯი–თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც საკონფერენციო აუდიო–ვიდეო კავშირების აპარატურის მსოფლიო მწარმოებელი კორპორაცია პოლიკომის სერთიფიცირებული ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მიიღო

იუ–ჯი–თიმ კორპორაცია Microsoft-თან ერთად შექმნა ქართულენოვანი Windows Vista და Microsoft Office 2007

იუ-ჯი-თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც HP-ს პარტნიორის უმაღლესი სტატუსი - „HP Gold Certified Patner“ მიიღო

იუ-ჯი-თიმ Microsoft-ის ახალი კომპეტენცია - Advance Infrastructure Solutions Competency მიიღო

კომპანია იუ–ჯი–თიმ საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001-2000 მიიღო

კომპანია იუ–ჯი–თის Microsoft-მა ავტორიზირებული სწავლების საპარტნიორო სტატუსი – Lerarning Solutions Competency მიანიჭა. ესაა პირველი შემთხვევა, როცა ქართული კომპანიის მეშვეობით მომხმარებლები მოახერხებენ ავტორიზებული სწავლების მიღებას.

ყველაზე აქტიური მხარდაჭერისათვის იუ–ჯი–თის საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისაგან სპეციალური ჯილდო გადაეცა.

იუ–ჯი–თი გამოთვლითი ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურული მიმართულების ლიდერი კომპანია RITTAL–ის ავტორიზებული საპარტნიორო სტატუსის მფლობელი გახდა

იუ-ჯი-თი მსოფლიო ლიდერი კორპორაცია Сisco Systems-ის ახალი საპარტნიორო სტატუსის Public Solution Partner–ის მფლობელი გახდა
2007

საქართველოს ბაზარზე პერსონალური სისტემების გაყიდვების მიმართულებით კორპორაცია HP-მ იუ-ჯი-თი ლიდერ კომპანიად აღიარა

იუ–ჯი–თიმ სტრუქტურირებული საკაბელო სისტემების კომპონენტების წარმოებაში მსოფლიოში ერთერთი წამყვანი კომპანიის, PANDUIT–ის ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მიიღო. იუ–ჯი–თი გახდა PANDUIT–ის პირველი სერთიფიცირებული წარმომადგენელი საქართველოში.

ნოვაცია ქართულ IT სივრცეში. იუ-ჯი-თიმ Microsoft Dynamics Navision-ის ქართული ინტერფეისი შექმნა.

იუ-ჯი-თიმ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექნოლოგიური პროექტი განახორციელა - შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა ინტეგრირებული ბაზა და კორპორაციული ვებ პორტალი. სამინისტროს ელექტრონული რესურსები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთიან საინფორმაციო სივრცეში გაერთიანდა.

იუ-ჯი-თიმ კორპორაცია Oracle-ის საპარტნიორო სტატუსი - "Oracle Certified Partner" მიიღო.
2006

იუ-ჯი-თიმ კორპორაცია Cisco-ს ახალი სპეციალიზაცია - Express Foundation მიიღო

იუ-ჯი-თიმ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექნოლოგიური პროექტი განახორციელა - შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოთვლითი ცენტრი, მონაცემთა ცენტრალური ბაზები და საპატრულო პოლიციის მობილური ჯგუფების ავტომატიზირებული საინფორმაციო სისტემა.

იუ-ჯი-თის მიენიჭა კომპანია Symantec-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი "Symantec Gold certified partner"

იუ-ჯი-თიმ კორპორაცია Microsoft-თან ერთად შექმნა ქართულენოვანი Windows XP

იუ-ჯი-თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც Microsoft-ის პარტნიორის უმაღლესი სტატუსი - „Microsoft Gold Certified Patner“ მიიღო

ბიზნესის გამორჩეულად მნიშვნელოვანი ზრდისთვის კორპორაცია HP-საგან, იუ-ჯი-თის სპეციალური ჯილდო გადაეცა

საქართველოს სკოლებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის პროგრამის "ირმის ნახტომის" ფარგლებში, იუ-ჯი-თიმ საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაცია განახორციელა.
2005

საქართველოს ბაზარზე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმარულებით კორპორაცია HP-მ, იუ-ჯი-თი 2005 წლის ლიდერ კომპანიად აღიარა. კომპანიას გადაეცა სერთიფიკატები: "საქართველოს ბაზარზე კორპორაციული სისტემების განსაკუთრებული ხელშეწყობისთვის" და "HP-ის შენახვის სისტემების (HP EVA - Enterprice Virtual Array) ბიზნესის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის".

იუ-ჯი-თიმ IPG პროდუქტების მიმართულებით HP-ის საგარანტიო სერვის–ცენტრის სტატუსი მიიღო.

კორპორაცია Microsoft-მა, იუ-ჯი-თი Microsoft Business Solutions-ის ერთერთ ყველაზე სწრაფი სტარტის მქონე პარტნიორად აღიარა.

იუ-ჯი-თი ქართულ აი-თი ბაზარზე ნოვაციით შედის. იხსნება ახალი ელექტრონული მაღაზია PCSHOP.GE. იგი მომხმარებლებს გაუმარტივებს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვას და დაეხმარება საჭირო პროდუქტების სწორად შერჩევაში.

იუ-ჯი-თი ელექტრონული ლექსიკონების მწარმოებელი ცნობილი კომპანიის - ABBYY-ს სერთიფიცირებული დილერის სტატუსს იღებს.

იუ-ჯი-თიმ მიიღო უწყვეტი კვების სისტემების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tripplite-ის ბიზნეს პარტნიორის სტატუსი.

იუ-ჯი-თი კორპორაცია Oracle-ის - მსოფლიო ლიდერის მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების წარმოებაში და ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის ოფიციალური პარტნიორი გახდა.

იუ-ჯი-თიმ განახორციელა პენიტენციალური სისტემის ფარგლებში ერთერთი მასშტაბური პროექტი. პროექტის შედეგად კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა და ლოკალურ ქსელში ჩაერთო სასჯელაღსრულების შვიდი დაწესებულება, აგრეთვე სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და იუსტიციის სამინისტრო.

იუ-ჯი-თისა და Microsoft-ს შორის ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც კომპანიამ მიიღო უფლება განახორციელოს Microsoft Windows XP-ს ქართულენოვანი ლოკალიზაციის პროექტი.
2004

იუ-ჯი-თი ამერიკის სავაჭრო პალატამ (AmCham) წლის საუკეთესო IT კომპანიად აღიარა.

კომპანია იუ-ჯი-თი გახდა კორპორაცია SAP-ის (მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია კომპლექსური ბიზნეს გადაწყვეტილებების მიმართულებით) ექსკლუზიური ბიზნეს-პარტნიორი საქართველოში.

იუ-ჯი-თი გახდა ბიზნეს-პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერის - Microsoft Business Solutions-ის სერთიფიცირებული ბიზნეს-პარტნიორი.

იუ-ჯი-თი გახდა ქსელური უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის ნომერ პირველი მწარმოებლის - Check point-ის ერთადერთი სერთიფიცირებული წარმომადგენელი საქართველოში.

იუ-ჯი-თის სერვის-ცენტრმა მიიღო "IBM-ის მიერ წარმოებული ტექნიკის სერთიფიცირებული სერვის-ცენტრის" სტატუსი.

იუ-ჯი-თიში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის შედეგად, კომპანია დაიყო ბიზნეს ერთეულებად. ჩამოყალიბდა ოთხი ძირითადი მიმართულება: კონსალტინგის და კომპლექსური პროექტების, IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების, ბიზნეს პროგრამული გადაწყვეტილებების და კომპიუტერული ტექნიკის დისტრიბუციის დეპარტამენტები.
2003

იუ-ჯი-თის გადაეცა პრიზი HP-ისაგან “ბიზნესის განვითარებისთვის“

იუ-ჯი-თი გახდა კორპორაცია IBM-ის ბიზნეს-პარტნიორი

HP-ის (Hewlett-Packard) მიერ Compaq-ის შესყიდვის (2002 წ.) შემდეგ, იუ-ჯი-თიმ მიიღო "HP-ის ბიზნეს-პარტნიორის" და "HP-ის მიერ წარმოებული ტექნიკის სერთიფიცირებული სერვის-ცენტრის" სტატუსი.
2002

იუ-ჯი-თი გახდა კორპორაცია Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი.

იუ-ჯი-თი გახდა კორპორაციული აი-ტი სისტემების უმსხვილესი მწარმოებლის, კორპორაცია Sun Microsystems-ის ბიზნეს-პარტნიორი და მიიღო "Sun Microsystems-ის კორპორატიული სისტემების რეალიზატორის" სტატუსი.

იუ-ჯი-თი გახდა კომპანია APC-ის სერთიფიცირებული პარტნიორი

იუ-ჯი-თის მეორედ მიენიჭა "კავკასიის რეგიონში Compaq-ის საუკეთესო ბიზნეს-პარტნიორის" სტატუსი.
2001

იუ-ჯი-თის მიენიჭა "კავკასიის რეგიონში Compaq-ის საუკეთესო ბიზნეს-პარტნიორის" სტატუსი.

კომპანიამ მიიღო პრიზი Compaq-ისაგან "Compaq-ის ბიზნესის განვითარებისათვის".
2000

იუ-ჯი-თი გახდა ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების უმსხვილესი მწარმოებლის Cisco Systems-ის პრემიერ-პარტნიორი
1998

იუ-ჯი-თიმ მიიღო "Compaq-ის ავტორიზირებული სერვის-ცენტრის" სტატუსი
1997

იუ-ჯი-თი გახდა მსოფლიოში კომპიუტერული ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებლის, Compaq-ის (ახლა უკვე HP Compaq) უფლებამოსილი პარტნიორი კავკასიის რეგიონში.
კომპანია იუ-ჯი-თის დაარსების წელი. არებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ ეფექტიანად ეხმარება ბიზნეს-მიზნების მიღწევაში.
1997
დაარსდა კომპანია იუ-ჯი-თი