იუ-ჯი-თი გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მსოფლიო ლიდერი კორპორაცია HPE-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსის „HPE Platinum Partner” მფლობელია.
იუ-ჯი-თიმ Hewlett Packard Enterprise-თან ინტენსიური თანამშრომლობით მოახერხა პლატინიუმ პარტნიორის სტატუსის მისაღებად აუცილებელი ყველა პირობის შესრულება ბიზნესის განვითარების, კომპეტენციის დაგროვებისა და კლიენტებთან წარმატებული პროექტების განხორციელების მიმართულებით.