სალიცენზიო პროგრამები

UGT - Microsoft-ის ორივე ყველაზე მაღალი საპარტნიორო სტატუსის - Microsoft LSP და Microsoft CSP-ის მფლობელია

2002 წლიდან კომპანია იუ-ჯი-თი აქტიურად თანამშრომლობს Microsoft-თან. 2004 წლიდან ფლობს Microsoft Business Solutions-ის, ხოლო 2006 წლიდან - Network Infrastructure Solutions კომპეტენციის სერთიფიკატებს.

ჩვენმა კომპანიამ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გაალიცენზირა თითქმის ყველა მსხვილი კორპორატიული ორგანიზაცია, მათ შორის ბანკები, სატელეკომუნიკაციო და სადაზღვევო კომპანიები და მსხვილი ბიზნესის სხვა არაერთი წარმომადგენელი.

იუ-ჯი-თის მიერ განხორციელებული Microsoft-ის ლიცენზირების თითოეული პროექტი მორგებულია კლიენტის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე, რათა კლიენტმა, ლიცენზირების გარდა, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს Microsoft-ის ახალი ტექნოლოგიებით. მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც Microsoft On-premise-ზე (მუდმივ ლიცენზირებას), ისე Microsoft Cloud-ზე დაფუძნებულ ლიცენზირებას, მის წინაშე მდგარი კონკრეტული ამოცანის შესაბამისად.

Microsoft-ის პროდუქტთა ფართო სპექტრი საშუალებას იძლევა კლიენტის ყველა ტექნოლოგიური მოთხოვნა და ამოცანა დაკმაყოფილდეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი Cloud ტექნოლოგიები, როგორიც არის: Microsoft Office 365 (O365) და Microsoft Azure. მათი დახმარებით კლიენტს საშუალება აქვს გამოიყენოს Microsoft-ის ინფრასტრუქტურა ყველა საჭირო ტექნოლოგიური სერვისის მისაღებად.

დღეისათვის, ჩვენი კომპანია Microsoft-ის ორივე ყველაზე მაღალი საპარტნიორო სტატუსის - Microsoft LSP (Microsoft License Solution Provider) და Microsoft CSP (Microsoft Cloud Solution Provider) მფლობელია, რაც შესაძლებლობას გვაძლევს კლიენტებს შევთავაზოთ ლიცენზირების ნებისმიერი პაკეტი - Enterprise Agreement, MPSA (Microsoft Product & Service Agreement) და CSP (რაც Cloud პროდუქტების ყოველთვიური გადახდის შეთავაზების საშუალებას იძლევა).