ბუნებრივმა კატასტროფამ, პანდემიამ, კიბერთავდასხმამ და სხვადასხვა მოვლენებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების უწყვეტ ფუნქციონირებაზე. ბიზნეს უწყვეტობის მართვა გულისხმობს ორგანიზაციის საოპერაციო საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნებას შემცირებული ან შეზღუდული ინფრასტრუქტურული და მატერიალური შესაძლებლობების გამოყენებით. ბიზნეს უწყვეტობის მართვის სისტემა ინერგება ISO 22301 სტანდარტის შესაბამისად.
რას გთავაზობთ
UGT გთავაზობთ ბიზნეს უწყვეტობის მართვის სისტემის აგებას, რომელიც შედგება შემდეგ ძირითად კომპონენტებისგან:
- კრიტიკული ბიზნეს პროცესების და კრიტიკული აქტივების იდენტიფიცირება
- ბიზნესზე ზეგავლენის ანალიზის შემუშავება (BIA)
- რისკების შეფასება
- ბიზნეს უწყვეტობის გეგმის (BCP) შემუშავება
- ავარიული აღდგენის გეგმის (DRP) შემუშავება
- შემუშავებული გეგმების ტესტირება, შეფასება და მუდმივი გაუმჯობესება
- ტრენინგები ცნობიერების ასამაღლებლად