კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს დანერგვა

რას გთავაზობთ

 

2019 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება კომერციული ბანკების კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს დამტკიცების შესახებ. ახალი რეგულაციები საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკს, როგორც ადგილობრივს, ისე უცხოეთის კომერციული ბანკის ფილიალს ავალდებულებს გააჩნდეს კიბერუსაფრთხოების  მართვის ჩარჩო, რომელიც უნდა იყოს კომერციული ბანკების ზომისა და სირთულის შესაფერისი და შესაბამისობაში უნდა იყოს კომერციული ბანკის მიერ გაწეულ მომსახურებასთან. კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩო სრულიად ინტეგრირებული უნდა იყოს კომერციული ბანკის მთლიანი რისკების მართვის პროცესში.

 

დღეის მდგომარეობით საქართველოში ბანკები ეფექტიანად უმკლავდებიან გამოწვევებს კიბეუსაფრთხოების მიმართულებით, თუმცა ყოველი ახალი რეგულაცია წარმოშობს ახალ სივრცეებს, რომელთა სრულად დაფარვისთვის აუცილებელია დრო, ადამიანური და მატერიალური რესურსები. UGT-ის დახმარებით კომერციულ ბანკებს საშუალება ექნებათ დროის მოკლე მონაკვეთში მიაღწიონ სრულ შესაბამისობას ინფორმაციული უსაფრთხოების, პროცესების დოკუმენტირების, ზოგიერთი კონტროლის მექანიზმის დანერგვის მხრივ და უზრუნველყონ ორგანიზაციის სერვისების კიდევ უფრო მაღალი ხელმისაწვდომობა, უწყვეტობა და უსაფრთხოება.