რა არის DRaaS?
DRaaS (Disaster Recovery as a Service) - ეს არის ღრუბლოვანი (Cloud) სერვისების პროვაიდერისგან მიღებული მომსახურება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სწრაფი გადართვა სარეზერვო IT სისტემებზე, საკუთარი მონაცემთა დამუშავების ცენტრში კრიტიკული შეფერხების დროს. ამ შემთხვევაში, DRaaS-ის მომხმარებლის სარეზერვო IT სისტემები და მონაცემები განთავსებულია ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერთან.
რატომ DRaaS?
ბიზნესის უწყვეტობა და მომხმარებელთა შეუფერხებელი მომსახურება შეუძლებელია სარეზერვო IT სისტემების არ ქონის შემთხვევაში. მნიშვნელოვანი მონაცემების დაცულობა კი - მათი დუბლირების გარეშე.
სისტემების მწყობრიდან გამოსვლას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - ფიზიკური ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, ადამიანური შეცდომები, ვირუსები, კიბერ თავდასხმები, ბუნებრივი კატასტროფები და სხვა. დღეისათვის, მომხმარებელი ვერ ეგუება მომსახურების პროცესის თუნდაც მცირე შეწყვეტას და მაშინვე იწყებს ალტერნატივის ძებნას. მომსახურების დროებითი გაჩერება ხშირად უკავშირდება დიდ ფინანსურ და რეპუტაციულ ზარალს. შეფერხება ბიზნესისთვის და მომხმარებლებისთვის შეუმჩნეველი რომ გახდეს, ორგანიზაციას უნდა შეეძლოს მომენტალურად გადაერთოს სარეზერვო სისტემებზე და შეუჩერებლად განაგრძოს ფუნქციონირება.
საკუთარი სარეზერვო მონაცემთა დამუშავების ცენტრის აგება მსხვილ დანახარჯებს უკავშირდება. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის რესურსების საკმაოდ დიდი ნაწილი უქმად დგას, რადგან ისინი შესყიდულია მომავალ საჭიროებებზე გათვლით. ასეთი მიდგომა უკვე არამომგებიანია. დღეისათვის, საუკეთესო პრაქტიკა სარეზერვო სისტემების ღრუბლოვანი (Cloud) სერვისების პროვაიდერთან განთავსებაა. ამ გზით, კომპანიები აღარ საჭიროებენ მსხვილი დანახრჯების გაწევას და საოპერაციო ხარჯების მეშვეობით იღებენ იმ რაოდენობის რესურსებს, რამდენიც სჭირდებათ კონკრეტულ ეტაპზე. ხოლო, სისტემების და მონაცემების დაცულობა, უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ეს არის კომპანიების საკუთარი მონაცემთა დამუშავების ცენტრების შემთხვევაში.
ტერიტორიულად მოშორებული სარეზერვო სისტემების ქონა უკვე მსოფლიო სტანდარტია, ხოლო ბევრი დარგისთვის მოთხოვნილია სახელმწიფო რეგულაციებშიც.
DRaaS-ის მეშვეობით თქვენ შეძლებთ:
- მოახდინოთ თქვენი IT ინფრასტრუქტურის დუბლირება და უზრუნველყოთ თქვენი მომხმარებლები უწყვეტი მომსახურებით!
- მოაწყოთ სარეზერვო IT სისტემები სულ რაღაც რამდენიმე დღეში!
- მოაწყოთ სარეზერვო IT ინფრასტრუქტურა და სერვისები მსხვილი დანახარჯების გარეშე!
- არ შეისყიდოთ ზედმეტი IT სიმძლავრეები და ისარგებლოთ მხოლოდ იმ მოცულობის რესურსებით, რაც საჭიროა მოცემულ ეტაპზე!
- აღადგინოთ IT სისტემები და სერვისები მომენტალურად!
- დარჩეთ დარგობრივ რეგულაციებთან და მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობაში!
რას გთავაზობთ
ჩვენ გთავაზობთ სარეზერვო (დუბლირებული) IT ინფრასტრუქტურის (სისტემების, აპლიკაციების, მონაცემების) განთავსებას UGT Cloud-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრში, რომელიც არის დაცული, საიმედო და მაღალი სტანდარტების შესაბამისი. UGT-ს მონაცემთა დამუშავების ცენტრი შეესაბამება ISO20000, ISO27000 სტანდარტებს და Tier3 მოთხოვნებს.
DRaaS ტექნოლოგიებით ეწყობა მომხმარებლის სარეზერვო მონაცემთა დამუშავების ცენტრი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში. სერვისის გამართვის დროს იქმნება მომხმარებლის სასერვერო ინფრასტრუქტურაში არსებული ვირტუალური გარემოს ასლი UGT-ს მონაცემთა დამუშავების ცენტრის ღრუბლოვან გარემოში და ამ ორ გარემოს შორის ხდება მუდმივი ასინქრონული რეპლიკაცია.
ლოკალურ სასერვერო ინფრასტრუქტურაში მომხდარი კრიტიკული გაუმართაობის შემთხვევაში, მომხმარებელი შეძლებს მისი სერვისებისა და აპლიკაციების UGT-ს მონაცემთა დამუშავების ცენტრში არსებულ ღრუბლოვან გარემოში გაშვებას და სერვისების შეფერხების აღდგენას.
გაუმართაობის აღმოფხვრის შემდგომ, UGT-ს გარემოდან მომხმარებლის მონაცემთა დამუშავების ცენტრში უკურეპლიკაციის გზით, კვლავ შესაძლებელი იქნება მომხმარებელმა სერვისები აღადგინოს საკუთარ მონაცემთა დამუშავების ცენტრში.
სარეზერვო ინფრასტრუქტურის განთავსება შესაძლებელია როგორც VMWare, ასევე Microsoft Azure Stack პლატფორმაზე. დამატებით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გლობალური Azure-ის სარეზერვო ინფრასტრუქტურის სერვისი (Azure Site Recovery).
გლობალურ Azure-ში სარეზერვო ინფრასტრუქტურის სერვისის (Azure Site Recovery) საშუალებით იქმნება Azure Stack-ში არსებული მომხმარებლის ვირტუალური გარემოს ასლი გლობალური Azure-ის ღრუბლოვან გარემოში და ამ ორ გარემოს შორის ხდება მუდმივი ასინქრონული რეპლიკაცია.
ჩვენს მომსახურებაში შედის:
- გარანტირებული პასუხისმგებლობა!
- უწყვეტობის მაჩვენებელი 99.5%!
- მონაცემთა დამუშავების ცენტრებს შორის რეპლიკაციის გამართვა;
- რეპლიკაციის პროცესების მონიტორინგი;
- მიმდინარე მხარდაჭერა და სარეზერვო მონაცემთა ცენტრში გადართვების ტესტირების მხარდაჭერა.
- მომსახურების საფასურის გადახდა მხოლოდ იმ მოცულობებზე, რასაც მომხმარებელი იყენებს დროის კონკრეტულ მომენტში. ამასთან, მომხმარებელს აქვს IT ბიუჯეტის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობა.