IT ინფრასტრუქტურა Microsoft Azure-ის ლოკალურ ღრუბლოვან პლათფორმაზე (IaaS on Azure Stack HUB)

რა არის IaaS

ინფრასტრუქტურა როგორც სერვისი (Infrastructure as a Service – IaaS) წარმოადგენს ღრუბლოვან (Cloud) გარემოში განთავსებული IT ინფრასტრუქტურით სარგებლობის პროცესს, როდესაც მთლიანი, ან ნაწილობრივი IT ინფრასტრუქტურა სერვისის ფორმით მიეწოდება დამკვეთ ორგანიზაციას. IaaS მომსახურებით, მომხმარებელი იღებს ვირტუალურ მანქანებს (Linux და Windows ოპერაციული სისტემები), ქსელურ კომპონენტებს (Virtual Networks, VPN Gateways, Firewalls), მონაცემთა სანახ სივრცეს, ინფორმაციული უსაფრთხოების კომპონენტებს და სხვა IT ინფრასტრუქტურულ სისტემებს სარგებლობის და მართვის სრული უფლებით.

 

რატომ IaaS?

IaaS-ით სარგებლობის უპირატესობებს სწრაფი მასშტაბირება და სერვისის უწყვეტობა წარმოადგენს. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მცირდება ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების საჭიროება, ხოლო ახალი კომპანიის, ან ქვედანაყოფის შექმნის შემთხვევაში, IT ინფრასტრუქტურის აწყობა ძალიან ადვილია და სწრაფი.

IaaS-ი შესაძლებლობას გაძლევთ:

  • განაახლოთ, ან მოაწყოთ ნებისმიერი მასშტაბის IT ინფრასტრუქტურა თქვენი კომპანიისთვის ერთ დღეში, მსხვილი ინვესტიციის გარეშე და დაზოგოთ მნიშვნელოვანი რესურსები, რომლებსაც თქვენს მთავარ ბიზნესში დააბანდებთ.
  • დაივიწყოთ IT ინფრასტრუქტურის მოვლასთან და მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები, ხოლო გამოთავისუფლებული რესურსი მიმართოთ თქვენი ბიზნესისკენ.
  • თავიდან აირიდოთ სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის კომპონენტების, მონაცემთა სანახის და სხვა რთული IT ტექნიკის დაგეგმვის, შეძენის, ინსტალაციის, დაცვის, ადმინისტრირების და განახლების რთული და ხანგრძლივი  პროცესები.
  • გაზარდოთ პროდუქტიულობა, წარმადობა და ეფექტიანობა.

 

IaaS-ის რამდენიმე უპირატესობა:

  • მონაცემთა უსაფრთხოება და დაცულობა - მონაცემთა უსაფრთხოება და დაცულობა ბევრად მაღალია, ვიდრე უმრავლესი ორგანიზაციის საკუთარ ინფრასტრუქტურას გააჩნია. თანამედროვე სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად მოწყობილი და მართული გარემო, ასევე მუდმივად განახლებადი და ლიცენზირებულ კომპონენტებზე განთავსებული სერვისები, მინიმუმამდე ამცირებს ინფორმაციის გაჟონვის და მასზე არასანქცირებული წვდომის რისკებს.
  • IT სერვისების (სისტემების) ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებელი - მდგრად და სტაბილურ ტექნოლოგიურ პლათფორმაზე აგებული სერვისები, დუბლირებული რესურსები და მაღალი სტანდარტების შესაბამისად მართული გარემო, უზრუნველყოფს სერვისის ხელმისაწვდომობის მაღალ მაჩვენებელს.
  • საფასურის გადახდის მოქნილი პირობა - მომხმარებელს საშუალება აქვს მომსახურების ყოველთვიური საფასურის გადახდა განახორციელოს გამოყენებული რესურსების პროპორციულად, ანუ გადაიხადოს მხოლოდ იმ რესურსების ღირებულება, რასაც გამოიყენებს (Pay As You Go მოდელი).
  • IT ოპერაციების ოპტიმიზაცია - დამკვეთს შესაძლებლობა აქვს დინამიურად ცვალოს ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის საჭირო IT რესურსები, რაც მას იცავს არამიზნობრივი, ან არაეფექტიანი ხარჯებისგან.

 

რატომ ადგილობრივი ღრუბლოვანი პლატფორმა?

  • ადგილობრივი ბაზრისთვის მიწოდებული კრიტიკული სერვისების გლობალურ ღრუბლოვან პლატფორმაზე განთავსების შემთხვევაში მაღალია ინტერნეტ-ტრაფიკის დაყოვნების და გლობალური ინტერნეტის შეფერხების რისკი, რაც თითქმის არ არსებობს ადგილობრივი ღრუბლოვანი პლატფორმის გამოყენების დროს.
  • შესაძლებელია დიდი მოცულობის მონაცემების სწრაფი ატვირთვა და ჩამოტვირთვა მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯით, ვიდრე ეს ხდება გლობალური ღრუბლოვანი პლატფორმების შემთხვევაში.
  • ლოკალურ პროვაიდერთან მოქმედებს გადახდის მოქნილი მექანიზმები.
  • გაცილებით მარტივია კომუნიკაცია ადგილობრივ ტექნიკურ პერსონალთან - არ არსებობს ენობრივი და კულტურული ბარიერები.
  • ადგილობრივი  ღრუბლოვანი გარემო შეესაბამება უსაფრთხოების გლობალურ სტანდარტებს, რაც  დასტურდება ISO სერთიფიკატებით და იგივე ტექნოლოგიებით, რაც გამოიყენება ლიდერი პროვაიდერების შემთხვევაში.

 

რატომ Microsoft Azure Stack?

Microsoft Azure Stack წარმოადგენს Microsoft Azure-ის ადგილობრივ ღრუბლოვან პლატფორმას. იგი აგებულია Microsoft-ის და HPE-ს მიერ მოწოდებული Cloud ტექნოლოგიებით და არქიტექტურით, რაც გამოიყენება Global Azure-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში. მომხმარებელს ადგილობრივად შეუძლია ისარგებლოს იგივე უახლესი ტექნოლოგიებით, სერვისებით და აპლიკაციებით, რასაც  Microsoft-ი აწვდის ევროპის და ამერიკის ბაზრებს Global Azure-ის მეშვეობით.

Microsoft Azure Stack იძლევა იგივე საიმედოობას, მონაცემთა შიფრაციას, დაცულობას და უსაფრთხოებას, როგორსაც გლობალური Azure-ი.

Microsoft Azure-ი ცნობილია ყველაზე User Friendly ინტერფეისით და Microsoft Office პროგრამების ღრუბლოვან სერვისებთან ღრმა ინტეგრაციით, რასაც ვერ შეხვდებით ღრუბლოვანი სერვისების სხვა მომწოდებლებთან.

 

რას გთავაზობთ

ჩვენ გთავაზობთ UGT Cloud-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრში განთავსებულ, როგორც Azure Stack-ის, ასევე VMware პლატფორმებზე დაფუძნებულ, მაღალი წარმადობის მქონე, მასშტაბირებად, სტაბილურ და საიმედო ღრუბლოვან სერვისებს.

ჩვენი Azure Stack-ის ჰიბრიდული ღრუბლოვანი პლათფორმა უზრუნველყოფს IaaS-ის მაღალ მდგრადობას და მომხმარებელს საშუალებას აძლევს გლობალური Azure-ის მსგავსი IaaS-ი მიიღოს ლოკალურად, საქართველოში.

IaaS-ი მართულ სერვისებთან (Managed Services) და იუ-ჯი-თის სხვა პროფესიულ სერვისებთან ერთობლიობაში საშუალებას მოგცემთ სრულად კონცენტრირდეთ თქვენი ბიზნესის პროფილურ საქმიანობაზე და საკუთარი IT მიმართულება მიანდოთ პროფესიონალებს. ამით დაზოგავთ რესურსებს და IT სერვისებს ეფექტიანად გამოიყენებთ საკუთარი ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტაში.

Azure Stack-ის ზოგიერთი საინტერესო კომპონენტი:

  • User Portal - სერვისების მართვის შესაძლებლობა ვიზუალურად Web ბრაუზერიდან.
  • VM Images - ვირტუალური მანქანების ტიპებისა და ოპერაციული სისტემების ფართო არჩევანი.
  • Network Load Balancing - დატვირთვის განაწილება როგორც გარე, ასევე შიდა სერვისებისთვის.
  • VPN Gateway - ვირტუალური პრივატული კავშირის შექმნის შესაძლებლობა Azure Stack HUB-ში IaaS ტიპის ინფრასტრუქტურასა და დამკვეთი კომპანიის შიდა ქსელებს შორის.
  • Azure Marketplace - კატალოგი, სადაც თავმოყრილია აპლიკაციების, დეველოპმენტის გარემოების, უსაფრთხოების კომპონენტების და სხვადასხვა IT გადაწყვეტების იმიჯები და შაბლონები.
  • Azure ARM ავტომატიზაციის ხელსაწყოები - ამოცანების ავტომატიზაცია PowerShell სკრიპტებით და Azure ARM JSON შაბლონების საშუალებით.
  • Network Security Groups - უსაფრთხოების უზრუნველყოფა IaaS-ის ვირტუალურ ქსელში.
  • Encryption - ვირტუალური მანქანების იმიჯების და ინფორმაციის სანახების ავტომატური შიფრაცია.
  • Tenants - სხვადასხვა დამკვეთის IaaS ინფრასტრუქტურებს შორის სრული პროგრამული იზოლაცია.